სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მთავარია, ჩვენი მოსწავლეები ჭეშმარიტ ქართველებად ჩამოვაყალიბოთ“ - ჯილდა კაცელაშვილი, ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი
01-10-2020
-
+


წლების წინ, როდესაც მასწავლებლობა გადაწყვიტა, ვერც კი წარმოიდგენდა, პანდემიის პირობებში, ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება თუ მოუწევდა, მაგრამ როგორც Etaloni.ge- ინტერვიუს დროს უმხელს, სწორედ ამ გასული უჩვეულო სასწავლო წლის ფონზე, მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც მეტად დააფასეს საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილები.

ჯილდა კაცელაშვილი თიანეთში, ახალსოფლის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და დღეს უზომოდ ბედნიერია, სკოლის კედლებში დაბრუნების საშუალება რომ მიეცათ. 2020-2021 სასწავლო წელი წესისამებრ დაიწყეს  და მიუხედავად იმისა, რომ არსებული რეგულაციების დაცვა მარტივი არ არის და არც პირბადის ტარებაა გაკვეთილზე დიდად სასიამოვნო, როგორც ჯილდა კაცელაშვილი გვიმხელს, ოღონდ საკლასო ოთახებში სწავლას საფრთხე არ დაემუქროს და მზად არიან, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულონ.

- სასწავლო პროცესი განვაახლეთ საკლასო ოთახებში და შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ  სკოლის კედლებში დაბრუნება ერთნაირად სასიხარულოა როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის; უნდა ვაღიაროთ - ძალიან მოგვნატრებია საკლასო ოთახებში გაკვეთილების ჩატარება, შესაბამისად, მოტივირებულები, ხალისითა და მონდომებით შევუდექით სწავლას, გაგებით ვეკიდებით და ზედმიწევნით ვასრულებთ თითოეულ რეკომენდაციას...

- პირბადე გიკეთიათ გაკვეთილზე, ქალბატონო ჯილდა?

- დიახ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსწავლესთან ახლოს მისვლა მიწევს.

- და როგორია პირბადით ჩატარებული გაკვეთილი - დისკომფორტი არ გექმნებათ?

- დისკომფორტი არსებობს - არ არის მარტივი, შეეგუო ამ ყველაფერს, იცხოვრო კორონავირუსთან ერთად, გამოიმუშავო ახალი უნარ-ჩვევები, თუმცა ერთი რამ უდავოა - საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე დისკომფორტი, რაც, თუნდაც, პირბადის ტარებით გვექმნება.  საკლასო ოთახებში დაბრუნებამ იმდენად გაგვაბედნიერა, რომ  ვერც რეკომენდაციები თუ შეზღუდვები ვერ ფარავს ამ სიხარულს.

- როდესაც პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამდით, წარმოიდგენდით, ოდესმე საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილები ერთგვარი ფუფუნება თუ იქნებოდა?

- ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა... თუმცა, ათმაგად დავაფასეთ ის ყველაფერი, რაც აქამდე გვქონდა; როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების მხრიდან ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება მოდის. თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. მე-7, მე-8, მე-9 კლასს და მართლაც დიდი ინტერესით ეკიდებიან სწავლას მოსწავლეები. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა, დავაფასეთ და მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ ნიუანსს, რათა კვლავ აღარ მოგვიწიოს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, რაც ძალიან ცუდად გვახსენდება და რაც ყველამ ერთად გავიარეთ.

- სწავლა დაიწყო და ახლა შედარებით თამამად შეგვიძლია საუბარი დისტანციური სწავლების შედეგებზე. როგორია სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეების მომზადების დონე და ცოდნის ხარისხი?

 - რა თქმა უნდა, გარკვეული შედეგი არის და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სემესტრი ჩავარდა, თუმცა საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს მაინც არაფერი სჯობს მოსწავლისთვისაც და მასწავლებელიც, ასეთ დროს, მეტად იხარჯება, გაკვეთილის ხარისხიც მნიშვნელოვნად მაღალია, გადაცემული ცოდნის დონეც და შრომის შედეგსაც უფრო თვალსაჩინოდ ვხედავთ.

- ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა იგრძნონ, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ამ ბრძოლაში მარტოები არ არიან. თავად თუ გრძნობთ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას?

- ჩვენ მომავალი თაობების განათლებას ვემსახურებით, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვიგრძნოთ თანადგომა და ადგილობრივი ხელისუფლების, განსაკუთრებით კი ჩვენი საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას. ფაქტია, სკოლებმა უნდა შეასრულონ არსებული რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას არც მოსწავლეების და არც მასწავლებლების ჯანმრთელობას; დროულად ინფორმაციის მოწოდება, შემოწმება, რამდენად სრულდება არსებული რეკომენდაციები, ძალიან მნიშვნელოვანია... ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მივიღოთ ყველა ინფორმაცია და ვიყოთ ყველაფრის საქმის კურსში... მართლაც, ყოველ წუთს ვგრძნობთ მხარდაჭერას.  

- ცოტა თქვენზეც გვიამბეთ, ქალბატონო ჯილდა, პროფესიის არჩევანი რამ განაპირობა?

- სკოლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და მიუხედავად იმისა, ბავშვობაში არ მიფიქრია პედაგოგობაზე, სკოლაში შესვლის დღიდან დავრწმუნდი, რომ მასწავლებლობა იყო ის, რაც მინდოდა, მთელი ცხოვრება მეკეთებინა. გულწრფელად გეტყვით - დღესაც კი, უკეთესი არჩევანი რომ მქონდეს, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ დავთმობდი სკოლას.

- ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით...ბავშვებს  უყვართ თქვენი საგანი?

- მთავარი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ისაა, რომ ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს და ამაზე ეროვნული გამოცდების შედეგებიც მეტყველებს - წელს ქართულის გამოცდაზე ბარიერი ყველამ გადალახა, მიუხედავად ონლაინ სწავლებისა და ყველა იმ სირთულისა, რაც პანდემიის პერიოდს ახლდა.

- თქვენ რომელი მწერლის შეგონებებით ზრდით მოსწავლეებს?

- ასეთი ბევრია... მთავარია, ჩვენი მოსწავლეები ჭეშმარიტ ქართველებად ჩამოვაყალიბოთ, თითოეული პედაგოგი ამას ცდილობს და იმედია, გამოგვივა, რადგან მომავალი თაობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავლისთვის.


კომენტარები


სკოლები
არჩევნები გაიმართა საარჩევნო წესების დაცვით
კონკურსი მოსწავლეებისთვის პედაგოგმა ინეზა ცენტერაძემ ჩაატარ
გაკვეთილის თემა იყო - „პირველი სამდინარო ცივილიზაციები“
სიახლეები
გვანცელაძემ თითოეულ ბაღში გამოვლენილი შემთხვევის, დაინფიცირებულთა მდგომარეობისა და დახურული ბაღების გახსნის გეგმა-გრაფიკების შესახებ ინფორმაცია მიიღო
აღარ უნდა იყოს გარე დაკვირვება და ბევრი საბუთომანია და სკოლაში უნდა შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანება ძალაშია
საინტერესო
კარებში შეხვედრისთანავე მიესალმეთ მოსწავლეებს
„ეტალონი“ გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, როგორ „ავალაპარაკოთ“ ჩუმი მოსწავლეები
მოხატული კედლები, პომპეზური ჭაღები, მარმარილოთი მოპირკეთებული ჰოლი და მოოქროვილი ტუალეტი
პიროვნება
„პირველი დღე სკოლაში, ანბანთან შეხვედრა... ამ სიამოვნებას რომ მოაკლდება ბავშვი, ძალიან ცუდია“
„ცოტა რთულია ეს რეჟიმი -  თერმოსკრინინგი, დეზინფექცია... მაგრამ რა გაეწყობა, მთავარია, საკლასო ოთახებში ვართ“
„საკლასო ოთახებში დაბრუნებამ იმდენად გაგვაბედნიერა, რომ  ვერც რეკომენდაციები თუ შეზღუდვები ვერ ფარავს ამ სიხარულს“
ეტალონი
„ეტალონი“ არის საოცარი პროექტი, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენას ჰმატებს
ინტელექტ-ჩემპიონატში ხონის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება
თელავის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ
„ეტალონის“ საგარეჯოს ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება