სიახლეები
სკოლები

ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი და მტირალას დაცული ტერიტორიები მოინახულეს
29-09-2020
-
+


2020 წლის 8 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის რუსლან მელაძის სახელობის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მონაწილე ეკოკლუბი -„ვულკანი“, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომითა და დახმარებით, გაემგზავრა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისა და მტირალას დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად.

„ეკოკლუბს თავიდანვე ჰქონდა მიზნად დასახული, ემოგზაურა „ნიკო კეცხოველის“ კვალდაკვალ, ქვეყანაში შექმნილმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ბევრი აქტივობის განხორციელებას შეუშალა ხელი, მაგრამ დონორი ორგანიზაციების თანადგომით კლუბმა შეძლო ნაწილობრივ მის კვალდაკვალ გავლა. კლუბი კვლავ აგრძელებს მუშაობას დასახული მიზნების სრულყოფილად განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ ვესტუმრეთ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს და მტირალას ეროვნულ დაცულ ტერიტორიებს. მონაწილეები გაეცნენ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში მცენარეთა უნიკალურ და მრავალფეროვან კოლექციას, ბიომრავალფეროვნებას და იმას თუ როგორ ქმნიან მათი არსებობისათვის საუკეთესო გარემო პირობებს. დენდროლოგიური ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში. 18 ჰექტარზე გაშენებულია საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა გადმორგული. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება; დარჩენილ 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასწლოვანი მცენარეა წარმოდგენილი. მცენარეთა ეს უნიკალური კოლექცია მსოფლიო დენდროფლორის მრავალფეროვნებასა და ხე მცენარეების შთამბეჭდავ სილამაზეს გვაზიარებს. სწორედ ამიტომ, ამ იშვიათ პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

აი როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ვიზიტორები მოგზაურობიდან:

მირზა აბულაძე: გაოგნებული და გაოცებული დავრჩი დენდროლოგიური პარკით, გარემო ბუნებითა და იმ საოცრება ბუმბერაზი ხეებით, რომელთა სამშობლოც შორეული ქვეყნები იყო. ახლა კი მივხვდი თუ რატომ სტუმრობენ ასე ხშირად პარკს. ნახვის შემდეგ მეც დამებადა ის აზრი, რომ არაერთხელ მოვინახულო დენდროლოგიურ პარკს. დღის მეორე ნაწილი დაეთმო მტირალას ეროვნული პარკის დათვალიერებას, და მის აღწერილობას, იქ მიღებული შთაბეჭდილებები ასე გადასცეს თავიანთ მშობლებსა და მეგობრებს, რომელიც ზღვის დონიდან 265-442 მეტრზე დაიწყო დაგეგმარებით ბუფერულ ზონაში მოქცეულ სოფელ ჩაქვისთავში არსებულ ვიზიტორთა ცენტრიდან.

ლიზი რიჟვაძე: ენით აღუწერელი სილამაზით და ბუნების მშვენიერებით გაოცებული დავრჩი, არ მეგულება ჩვენ მხარეზე უკეთესი მხარე, სუფთა ჰაერი და მოჩუხჩუხე ანკარა წყაროები.

სალომე რიჟვაძე: არასოდეს დამავიწყდება კარავში გატარებული ღამე, არც დაღლა გვემჩნეოდა და არც თვალზე ძილი გვეკარებოდა. ღამე კოცონის ირგვლივ გავატარეთ, ვცელქობდით, ვმღეროდით და სხვადასხვა სახალისო აქტივობებით ვერთობოდით. ამინდიც შესანიშნავი იყო.

მარი რიჟვაძე: საოცარი ბუნება და სტუმართ-მასპინძლობა ვიგრძენით. ადამიანების მზრუნველობასა და თანადგომაზე არასოდეს არ შეგვპარვია ეჭვი, რადგან ჩვენ, ქართველებს სულში და გენში გვიზის ეს გრძნობა. ქართველი ვერ იქნება ქართველი, თუ სხვისი ბედნიერება და უბედურება არ გაიზიარა, იმ წამს ჩვენ ყველამ ერთად ვიგრძენით ეს მზრუნველობა, სიყვარული და თანადგომა. ტურისტული მარშრუტი საფეხმავლოა და შემეცნებით-გასართობი დანიშნულებისაა. ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს - ჩანჩქერსა და ტბას. ბილიკს მომხიბვლელს ხდის ქვეტყე, რომელიც შედგენილია წყავით, კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი. ბილიკი მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას. ვიზიტორთა ცენტრიდან 2 კმ-შია კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 15 მეტრს აღემატება. ჩანჩქერთან, ველური ბუნების წიაღში მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილი. ჩანჩქერიდან 1 კმ-ის დაშორებით, კლდეებს შორის, მოედინება მდინარე, რომელიც ქმნის მორევს. აქ მრავლადაა კალმახი. მდინარის ნაპირას არის საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.

ლიზი მელაძე: ვარ ცნობისმოყვარე და მიყვარს თავგადასავლები, სწორედ ამიტომ დავძლიე შიში და 5-6-7 მ. სიმაღლეზე ზიბლაინებზე გავედი, ძალას და სტიმულს ჩემი მეგობრები და მათი შეძახილები მაძლევდა, საოცარი იყო, არა უეჭველად ვესტუმრები არაერთხელ მტირალას პარკს.

საბა მელაძე: ყველანი ვიყავით მზრუნველები, მხარში ვედექით მეგობრებსა და პედაგოგებს, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩენოდა არავინ, ხომ არავის ცივა, შია და ხომ არავის სტკივა, ასე ბედნიერად დასრულდა ორდღიანი მოგზაურობა და დატვირთული ემოციებით, საინტერესო და შინაარსობრივი თავგადასავლებით წარვსდექით მშობლების წინაშე.

„ეკოკლუბი „ვულკანი“ ძირითადად მოსწავლეთა ბაზაზე შეიქმნა და ჩამოყალიბდა, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში. თითოეული მოსწავლის და მშობლების სახელით მადლიერებას გამოვხატავთ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ბატონ ვახტანგ ბერიძის, ვაშლოვანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იური აბულაძის, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროს ბ/ტ ბადრი მელაძისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროს ბატონ თორნიკე მიქელაძის მიმართ, რომლებიც მუდმივ კავშირზე იყვნენ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან და ზრუნავდნენ უსაფრთხო მგზავრობასა და დაბინავებაზე.

შოთა აბულაძე. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბატონებო საინტერესო და შინაარსობრივი ტურისათვის, ვფიქრობთ ეს მოგზაურობა ჩვენთვის დაუვიწყარი იქნება და ჩვენს უბის წიგნაკში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. ჩვენ გვჯერა თქვენი თანადგომის, ჩვენ გვჯერა თქვენი ერთსულოვნების და დიდ ნდობას გამოვხატავთ თქვენს მიმართ და ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენი ნდობა და თანადგომა ყოველთვის დავიმსახუროთ,-პატივისცემით: რუსლან მელაძის სახელობის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის „ნიკო კეცხოველის პრემიის“ მონაწილე ეკოკლუბი „ვულკანი“ სრული შემადგენლობით“,- ნათქვამია ეკოკლუბის მადლობის წერილში. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება