სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებს ხელფასი 2021 წლიდან გაეზრდებათ - სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების განსხვავებულ მოდელზე მუშაობს
24-09-2020
-
+


მასწავლებლებისთვის ხელფასები 2021 წლიდან გაიზრდება. აღნიშნული განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ გააკეთა. 

მისივე თქმით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელი კიდევ შეიცვლება და უფრო საინტერესო გახდება, თუმცა მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია როდის ან რა სიახლეს უნდა ელოდნენ პედაგოგები.

ხელფასებსა და პროფესიული განვითარების მოდელზე დგებუაძემ „რუსთავი 2“-თან ისაუბრა. 

„ჩვენი მიზანი არის და ჩვენ ვმუშაობთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კიდევ უფრო საინტერესო მოდელზე და 2021 წლიდან რა თქმა უნდა იგეგმება მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდაც“, - აღნიშნა დგებუაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული იყო რომ მასწავლებლებს ხელფასი 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ გაეზრდებოდათ, 150-150 ლარით. 150 ლარით მომატებული ხელფასი პირველ ჯერზე სექტემბერში ახალი სასწავლო წლის დასაწყისში უნდა მომატებოდათ, თუმცა როგორც etaloni.ge წინა დღეებშიც წერდა, სამინისტროს ცნობით, ბრძანება, რომელიც ხელფასების მატებას მოიაზრებს ჯერ ისევ არ არსებობს და წინადადება კვლავ, მხოლოდ ინიციატივის დონეზეა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება