სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა - როგორ აფასებენ მას სკოლების წარმომადგენლები
10-10-2017
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ყვარლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები.


ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.    

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 

ყვარლის სკოლის პედაგოგი, ტესტირების ორგანოზატორი, ია ჟონჟოლაძე:

''შესარჩევი ტურით ძალიან კმაყოფილები ვართ, კარგად ჩატარდა და ბავშვებიც კმაყოფილები არიან. ისინი მოუთმენლად ელოდებიან, როდის გახდება შედეგები ცნობილი და ვინ გადავა მეორე ტურში.''

ყვარლის სკოლის დირექტორი მზია კორაშვილი:

''25 მოსწავლე იყო რეგისტრირებული და საბოლოო ჯამში 21-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა შესარჩევ ტურში. ''ეტალონის'' მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს. ძალიან კარგი პროექტია.  ინტელექტ-შეჯიბრი ეროვნული, ქართული პროექტია და რაც მთავარია, განათლების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.''

ზინობიანის სკოლის დირექტორი მაია კოშმატაშვილი:

''ეტალონის'' შესარჩევი ტური ობიექტურად ჩატარდა, ეს პროექტი მოსწავლეებს ეხმარება, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდნენ.''

წიწკანაანთსერის სკოლის დირექტორი ნანა ნინიაშვილი:

''ყველაფერი წესების შესაბამისად ჩატარდა, როგორც ინსტრუქცია მოითხოვდა. კმაყოფილები ვართ ჩვენც და მოსწავლეებიც.''

მთისძირის სკოლის დირექტორი ნანა მამუკაშვილი:

''შესარჩევი ტურით, ნამდვილად, კმაყოფილები ვართ. ნებისმიერი რამ, რაც სწავლასთან არის კავშირში, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, ცოტა ბავშვი გვყავს და შესაბამისად, ცოტა მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ძალიან კარგი პროექტია და ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ''ეტალონს''. 

მთისძირის სკოლის პედაგოგი ნინო ბურდიაშვილი:

''ძალიან კმაყოფილები ვართ. სკოლაში ძალიან ცოტა ბავშვი გვყავს და შესაბამისად, ჩართულობაც დაბალი იყო. ''ეტალონი'' მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოსწავლეთა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავითარებს.''

გავაზის სკოლის დირექტორი ლია კაპანაძე:

''შესარჩევი ტური ორგანიზებულად ჩატარდა. მოსწავლეებმა, სამწუხაროდ, მაღალი ქულები ვერ მიიღეს.''

გავაზის სკოლის პედაგოგი მაია აბაშვილი:

''ძალიან კმაყოფილები ვართ. 30-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, 12-მა მოსწავლემ გადალახა ბარიერი. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ''ეტალონი''. გაცილებით უკეთეს შედეგს ველოდებოდი. მოსწავლეები მიხვდებიან მომავალ წელს უკეთესად უნდა მოემზადონ.''

ენისლის სკოლის დირექტორი და ორგანიზატორი კონსტანტინე ცხოვრებაძე:

''ტესტირება ობიექტურად ჩავატარეთ, კმაყოფილები ვართ და ველოდებით შედეგებს.''

ახალსოფლის N2 სკოლის დირექტორი მალხაზი ცერცვაძე:

''ყველაფერი კარგად ჩატარდა. უფრო კარგ შედეგებს ველოდით.''

ახალსოფლის N2 სკოლის პედაგოგი მარიამ ცერცვაძე:

''ძალიან კარგი პროექტია ''ეტალონი'' და საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეებიც, ყველაფერი შესანიშნავად ჩატარდა და მადლობა ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს ყველაფრისთვის.''

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება