სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იმედია, 1 ოქტომბრიდან დავუბრუნდებით სასკოლო გარემოს“ - ქუთაისის N12 სკოლა მოსწავლეთა მისაღებად მზადაა
21-09-2020
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი მართალია დისტანციურად დაიწყო, მაგრამ სასკოლო საზოგადოება მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც სკოლის კედლებს კვლავ გააყრუებს ბავშვების ჟრიამული, სრულფასოვანი სასწავლო პროცესი აღდგება და ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

მანამდე კი, ქუთაისის N12 საჯარო სკოლამ მაქსიმალურად გაითვალისწინა ყველა არსებული რეკომენდაცია, უზრუნველყო უსაფრთხო გარემო პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის და ახლა ელიან, როდის აწკრიალდება სკოლის ზარი, რომელიც აუწყებს, რომ გაკვეთილი იწყება, ოღონდ ისე, ძველებურად - საკლასო ოთახებში, სადაც უაღრესად დიდი სიყვარულია.

 „ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, მშობლებო !

გილოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას!

სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში თქვენთვის შექმნილია უსაფრთხო სასწავლო გარემო. სკოლამ გაითვალისწინა კორონავირუსის წინააღმდეგ დადგენილი პრევენციული რეკომენდაციები და გაიარა გეგმური ინსპექტირება. შესაბამისად, აღჭურვილია სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. იმედი გვაქვს, 1 ოქტომბრიდან დავუბრუნდებით სასკოლო გარემოს. გისურვებთ ნაყოფიერ, შემოქმედებით საქმიანობას, წარმატებებსა და დასახული მიზნების განხორციელებას!

პატივისცემით, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები“, აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება