სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებისა და უმაღლესების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და საფასურის წესში ცვლილება შევიდა
16-09-2020
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის წესში ცვლილება შევიდა. სიახლის მიხედვით, უმაღლესების ნაწილს საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ცვლილება შეეხო 35-ე მუხლს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაცია და ადმინისტრაციული წარმოების ვადის შეჩერებას უკავშირდება.

უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა) აკრედიტაციის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივდა. 

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის მიმართ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის №6284-IIს კანონის ამოქმედებამდე საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ან/და რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ამოეწურა მიმდინარე აკრედიტაციის ვადა და რომლის აკრედიტაციასთან დაკავშირებით ცენტრში ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება