სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

„ან ყველა დირექტორი გაეშვათ სახლში, ან ყველა დაენიშნათ მოვალეობის შემსრულებლად“ - გათავისუფლებული ხელმძღვანელების პროტესტი
17-09-2020
-
+


საქართველოში ეპიდსიტუაცია სახარბიელო რომ არაა, ამაზე დისტანციურად აღდგენილი სასწავლო წელიც მეტყველებს, თუმცა 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისს წინ კიდევ ერთი ფაქტი უძღვოდა - საქართველოს სკოლების დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებად „ჩამოლაბორანტება“.

საქმე ის გახლავთ, რომ 2020 წლის სექტემბერში ყველა არჩეულ დირექტორს მოღვაწეობის ვადა გასდიოდა და სწორედ ამიტომ, სკოლების ხელმძღვანელთა არჩევნები უნდა ჩატარებულიყო; მარტში დაწყებული ეს პროცესი კი პანდემიის გამო შეჩერდა და ამ დრომდე მისი განახლება არც არავის უფიქრია, სამაგიეროდ, კანონით გაწერილი რეგულაციები დაიცვეს და ყველა დირექტორი, ვისაც არჩევიდან 6 წელი გაუვიდა, ნაწილი მოვალეობის შემსრულებლად, ნაწილი სხვა სკოლებში გადაიყვანეს, ნაწილი კი საერთოდ, სახლებში გაუშვეს.რატომ? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, Etaloni.ge-მ სკოლის ლიდერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ელზა ბადაშვილს მიმართა:

- ყველამ იცოდა - 2020 წლის სექტემბრის დასაწყისში, ვადა საჯარო სკოლების არჩეულ დირექტორებს ეწურებოდათ. ეს საკითხი სამინისტროს უნდა გაეთვალა, ჩაეტარებინა არჩევნები და ამ პერიოდისთვის სკოლებს უნდა ჰყოლოდათ არჩეული დირექტორები. ეს პროცესი მარტში დაიწყო, მაგრამ  პანდემიის გამო გადაიდო და გამოცდაზე დარეგისტირირებული ხალხი დღესაც აზრზე არ არის, როდის ჩატარდება დირექტორობის მსურველთა გამოცდები.

მოქმედი დირექტორები ვინც იყვნენ, მათი ბრალი არაა, სამინისტრომ უსამსახუროდ რომ დატოვა - არ მიეცათ საშუალება, კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა.

- უსამსახუროდ რატომ დარჩნენ, მოვალეობის შემსრულებლებად არ დაინიშნენ?

- ყველა მათგანი მოხსნეს რეგისტრაციიდან და შემდეგ, ვინც უნდოდათ, დატოვეს მოვალეობის შემსრულებლად, ზოგი სხვა სკოლაში გადაიყვანეს, ხოლო სხვები სახლებში გაუშვეს. ჯერჯერობით, მათი ვინაობის გამხელისგან თავს ვიკავებთ, თუმცა ისეთი ძლიერი დირექტორები არიან, მათ წესით სისტემა ასე იოლად არ უნდა ელეოდეს. ფაქტია - მოხსნა შეეხო ყველა არჩეულ დირექტორს, მათ შორის მათაც, ვინც დისკრეციით იყო დანიშნული.

- რა კრიტერიუმით მოხდა ამ ხალხის გადარჩევა?

- სწორედ ესაა გაურკვეველი - რა კრიტერიუმებით შეარჩიეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი ეპიდსიტუაციაა; მათ ღამეები ათენეს, სკოლები რომ მოეწესრიგებინათ, ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეექმნათ, ცხრილები აეწყოთ და ამ პერიოდში სკოლას უხსნი დირექტორს, სასწავლო დაწესებულებას კი ტოვებ დირექტორის მოადგილის იმედად.

სამართლიანი იქნებოდა, ან ყველა გაეშვათ სახლებში - მაგრამ რა ამ დირექტორების ბრალია, სამინისტრომ დროზე რომ ვერ შეასრულა მოვალეობა და კონკურსი ვერ ჩაატარა? - ან ეს ხალხი უკლებლივ უნდა გადაენიშნათ მოვალეობის შემსრულებლად მანამ, სანამ კონკურსს მოაბამდნენ თავს.

- რამდენი დირექტორი დარჩა უსამსახუროდ, თქვენ გაქვთ ეს ინფორმაცია?

- გლდანი-ნაძალადევის რაიონში 6 დირექტორი გაუშვეს... თუმცა თავიდან ეს რიცხვი გაცილებით დიდი იყო, მაგრამ ხომ გესმით - საქართველოა, ყველა ყველას იცნობს, შეცდომები მოუვიდათ, თურმე და ზოგი დააბრუნეს მოვალეობის შემსრულებლად. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვი - ვისაც პატრონი ჰყავდა, მათ გამო ე.წ. პირველად სიებში ცვლილებები შევიდა, ხოლო ვინც ეს ვერ მოახერხა, გაუშვეს სახლში. ასე რომ, გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით მოხსნეს ერთი სკოლის დირექტორი და რატომ დატოვეს სხვა.

- მიზეზი არ განუმარტეს?

- არა - ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და უნდა წახვიდეთო; ამ დროს კი სხვებს დააწერინეს განცხადებები - მოვალეობის შემსრულებლებად რჩებითო.

- ქალბატონო ელზა, რას აპირებენ გათავისუფლებული დირექტორები?

- სკოლებიდან განათლების სამინისტროში შევიდა განცხადებები, ჯერჯერობით, დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იმიტომ ვიკავებთ, იქნებ სამინისტრომ გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები, რადგან მშობლებიცა და მასწავლებლებიც აღშფოთებულები. არიან და შექმნილია ხელოვნური ცხელი წერტილები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება