სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ სკოლა შერეულ სწავლებაზე გადავა, დაწყებითი კლასების სკოლაში სიარული სავალდებულო იქნება“ - ეკატერინე დგებუაძე
15-09-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე იმედოვნებს, რომ 1 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახში დაიწყება. ამისთვის კი მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„მოლოდინი გვქონდა, რომ 15 სექტემბერს სკოლაში ყველა მოსწავლე წავიდოდა. გაზაფხულზე, როდესაც პანდემია დაიწყო და დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, პირველ-მეოთხე კლასელებს ჰქონდა შესაძლებლობა აღექვათ რა არის სკოლა, საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება. ახლა კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან, ეს არის ძალიან მტკივნეული, ჩვენც სერიოზულად განვიცდით ამ პროცესებს, აქ მუშაობენ განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, რომლებსაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული ბავშვის განვითარების ეტაპები.  რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სოციალიზაციის კუთხით ინტეგრაცია მოხდეს საკლასო ოთახში, სოციუმში. ეს არის ძალიან ღირებული.

1 ოქტომბერს ჩვენი შვილები რომ სკოლაში წავიდნენ, განათლების სამინისტროს თხოვნაა, დავიცვათ წესები. თუ სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა, შერეულ პრინციპზე მაინც სავალდებულოდ იყო განსაზღვრული დაწყებითი კლასების მოსწავლეების სკოლაში სიარული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დავიცვათ ყველა წესი იმისთვის, რომ 1 ოქტომბერს წავიდეთ სკოლაში“ - განაცხადა დგებუაძემ.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება