| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო დოხტურიშვილი სკოლის კურსდამთავრებულს, გურამ სურმანიძეს წარმოგვიდგენს, რომელმაც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და Etaloni.ge-ს საშუალებით, ახლა უკვე სტუდენტს ულოცავენ ამ დიდ წარამტებას:
„ასლან შაინიძის სახელობის, სოფელი დისველის საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს, გურამ სურმანიძეს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას, ცხოვრების ახალ ეტაპზე, სტუდენტის ამპლუაში, წარმატებით მორგებას. უსურვებს დიდ და სიკეთით მოფენილ გზას, რომელიც იქნება იმედის სხივი და უანგარო საძირკველი იმ დიდი ცხოვრებისა, რასაც სამომავლო განათლების საწინდარი ჰქვია. შემოგთავაზებთ მისი სიტყვების ციტირებას, რომელიც ზედმიწევნით განგვიმარტავს განვლილ გზას სკოლის მერხიდან სტუდენტურ ეშაფოტამდე:
„სიხარულით გავიხსენებ იმ წარმატებებს, რომელიც მერვე კლასიდან შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. კლასის ხელმძღვანელის, მედეა ჯაფარიძის თხოვნით, ხატვა-ანიმაციის შემეცნებით კურსზე მოვეწყვე და მას შემდეგ, ბევრი მეგობარი თუ სასიამოვნო დღე ჩაიწერა ჩემს ცნობიერებაში. იყო ასევე გაცვლითი პროგრამები ქართველებსა და სომხებს შორის, სწორედ, ხატვა-ანიმაციიის შემეცნებითი კურსიდან.
ეს ყველაფერი იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, აქტიური მონაწილეობა მიმეღო სკოლის ბევრ პროგრამაში; პარალელურად, გავწევრიანდი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობაში, რაც მიადვილებდა პროექტების მოძიებას .პერიოდულად იყო მრავალი ექსკურსია შემეცნებით კლუბებთან ერთად, სახალისო ცდები ლაბორატორიაში, ახალგაზრდული იდეის პროექტები, მოხალისეობა ჩვენი გარემოს დასუფთავებაში და ასე შემდეგ... ამას 2020 წლის ბაქოს საგზურიც მოჰყვა, პროექტში - „განავითარე შენი რაიონი და განავითარე შენი ქვეყნის პროექტი“ გამარჯვებულად მცნეს და დაუვიწყარი ერთი კვირა გავატარე ბაქოში. მიილია 2020-ის სასწავლო წელიც და ამავე წლის ზაფხულში, წარმატებით ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, საზღვაო აკადემიაში, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე. რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის ადმინისტრაციას და თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ჩემს საგანმანათლებლო ზრდა-განვითარებაში!“
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში