სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზად არის
13-08-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაათვალიერა. პრემიერთან ერთად, 153 ჰექტარზე გაშენებული უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე აკადემიური კორპუსები, ბიბლიოთეკები, კაფეტერიები, კეთილმოწყობილი სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, საერთო სამუშაო სივრცეები და სტუდენტურ საცხოვრებლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა მოინახულეს. 

„მინდა დიდი სიხარულით მოგახსენოთ, რომ სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იწყება აქტიური აკადემიური ცხოვრება - უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და ყველანი მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც გაიხსნება უნივერსიტეტი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლავთ ჭეშმარიტად მსოფლიო დონის უნივერისტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.

წელს ჩვენ სტუდენტებს მივიღებთ სამი მიმართულებით - ეს არის მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. ყოველწლიურად ამ სპეციალობებს დაემატება სხვა სპეციალობებიც. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე და ეს ტრადიცია გაგრძელდება - ყველა შემდგომი აკადემიური პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტში ლექციებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ რეჟიმის გამოყენებით. ონლაინმეთოდი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში და სამეცნიერო-კვლევით პროცესში აქტიურად ჩავრთოთ ქართველი მეცნიერებიც, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ – ჩვენი ქართული სამეცნიერო სათვისტომო.

ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ნაწილიც. ყველა მიმართულება იქნება წარმოდგენილი ძალიან მაღალ დონეზე. ასევე, მინდა გითხრათ კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულების შესახებ, რომელიც უნივერსიტეტში იქნება – ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს. ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსებული იქნება ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, ხოლო მეორე – ონკოლოგიის მიმართულებით კვლევას. ეს იქნება უნიკალური ცენტრი. ამ ციკლოტრონების აწყობა უკვე მიმდინარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში IBA. ეს პროექტი არის 40 მილიონი ევროს ღირებულების და მთლიანად დაფინანსებულია „ქართუ“ ფონდის მიერ. აქ სიმსივნის მკურნალობის პარალელურად იქნება ძალიან მაღალი რანგის სამეცნიერო-კვლევითი პროცესი, როგორც მედიცინაში, ასევე ბირთვულ ფიზიკასა და სამედიცინო ფიზიკაში. ამ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები უხელმძღვანელებენ.

უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია. აქ აკადემიური თამასა ძალიან მაღალია.  ყველა ლექცია იქნება ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, ჩვენი  სტუდენტები სპეციალობას დაეუფლებიან ინგლისურ ენაზე. ცხადია, უცხოელი პროფესორები ჩართული იქნებიან პირველი სემესტრიდან. სექტემბერში უკვე ჩამოდიან ჩვენი გერმანელი მეგობრები, ძალიან ცნობილი პროფესორები, რომლებიც იცხოვრებენ კამპუსში.

თქვენ თავად გქონდათ საშუალება, დაგეთვალიერებინათ როგორც აკადემიური შენობა, ასევე სტუდენტების საცხოვრებელი და ნახეთ, რომ ეს არის უმაღლეს დონეზე გაკეთებული პროექტი. აქ ყველა პირობაა შექმნილი სწავლისთვის. სტუდენტები იცხოვრებენ ძალიან კომფორტულ გარემოში. თქვენ ასევე იხილეთ აუდიტორიებიც, სადაც ახალგაზრდები განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს გავლილი აქვს ავტორიზაცია და თითოეული პროგრამა არის აკრედიტებული. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის უმაღლეს აკადემიურ დონეზე. კიდევ ერთხელმინდა ხაზი გავუსვა, რომ არა მხოლოდ ჩვენი აკრედიტაცია, არამედ ის პროგრამები, რითიც ჩვენი სტუდენტები აქ ისწავლიან, არის მსოფლიო დონის. ისინი არის ზუსტად იმ აკადემიური პროგრამების ანალოგი, რითიც მათი თანატოლები სწავლობენ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიუნხენის უნივერსიტეტში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

2020-2021 სასწავლო წელს KIU-ში ჩაბარების სურვილით1000-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

გამოცდაზე მაინც დაგიშვებენ, თუ პირადობა დაგრჩათ... - განახლებული ინფორმაცია NAEC-ისგან

განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი სკოლებში სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყება და მასწავლებლები გადამზადების კურსებს გაივლიან

უთხარი საკუთარ თავს: მე არ ვარ ვალდებული ყველაფერი იდეალურად გავაკეთო...

სეტყვა და ელჭექი ეროვნულებზე - ამინდის პროგნოზი საგამოცდო ქალაქების მიხედვით

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

“სასკოლო საზოგადოება გულისტკივილით, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობება ჩვენს ნაადრევად გაფრენილ ვაჟკაცს„

მოსწავლეებმა გამოავლინეს განსაკუთრებული შემოქმედებითი ხედვა
 
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება