| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა აქტიურად ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის და მიუხედავად იმისა, ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ ბევრი რამ თავდაყირა დააყენა, სკოლას საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე უარი არ უთქვამს - უბრალოდ, გარკვეული პროექტები, ასე ვთქვათ, გადავადდა.
იგივე მოხდა სკოლასთან არსებული „ჩრდილების თეატრის“ შემთხვევაშიც, თუმცა ახლა, როდესაც არაერთხელ ითქვა, რომ ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაიწყება, „ჩრდილების თეატრიც“ ახალი სეზონისთვის ემზადება - მალე პრემიერას შემოგვთავაზებენ და როგორც ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, „ჩრდილების თეატრის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათელმა განაცხადა - პანდემიის გამო შეჩერებულ სპექტაკლზე მუშაობა ახალი სასწავლო წლისთვის განახლდება და პრემიერასაც უახლოეს მომავალში ვიხილავთ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა