სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სწავლის დასაფინანსებლად მთავრობას განაცხადით უნდა მიმართონ
06-08-2020
-
+


სოციალურად დაუცველი სტუდენტების ბაზას, რომლებსაც სწავლის პროცესი გადაუხდელობის გამო აქვთ შეჩერებული, მთავრობა ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ სტატუსის დადგენის შემდეგ სტუდენტებმა განაცხადი უნდა შეავსონ.

„განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია ერთობლივი ბაზები. ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროში მოიპოვება ბაზები სოციალურად დაუცველი ყველა მოქალაქის შესახებ. განათლების სამინისტროში მოიპოვება ბაზები ყველა იმ სტუდენტის შესახებ, რომელიც დღეს-დღეობით არის რეგისტრირებული და ვისაც აქვს შეჩერებული სტატუსი. ამ სტატუსების დადგენის შედეგად ჩვენ ველოდებით მათგანაც შესაბამის განაცხადს, რის შედეგადაც მოხდება უკვე ამ თანხების ანაზღაურება სასწავლო დაწესებულებებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს

პროექტის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება

სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო საზეიმოდ გადასცეს და ბავშვებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება