სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ გსურთ მიიღოთ ინკლუზიური განათლების მასწავლებლის სტატუსი
06-08-2020
-
+


კემბრიჯის განათლების სახლის პროფესიული განვითარების ტრენინგ ცენტრი, საერთაშორისო კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრთან ერთად, გთავაზობთ ერთობლივ, საერთაშორისო სტანდარტის ინკლუზიური განათლების პედაგოგის სრულ საბაზისო ტრენინგ კურსს.

ტრენინგებს ატარებენ საერთაშორისო კვალიფიკაციის ტრენერები საქართველოსა და უცხოეთში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.  

 სწავლება შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან:

1.      ინკლუზიური განათლების ზოგადი პრინციპები

2.      სპეციალური მასწავლებლის სტანდარტი

3.      სპეც პედაგოგის მოვალეობები

4.      სწავლის და განვითარების თეორიები

5.      პროფესიული უნარები/ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები

6.      განვითარების დარღვევები

7.      ეროვნული სასწავლო გეგმა/სპეციალური საგანმანათლებლო გეგმა

8.      სწავლების სხვადასხვა ეფექტური სტრატეგიების გაცნობა

9.      რთული ქცევის ტიპები და მართვა

10.  მეტყველების დარღვევა

11.  შეფასების ფორმები და სტანდარტები სქემა-ნოზოლოგიები

პრაქტიკული ნაწილში მსმენელები იმუშავებენ: სასწავლო გეგმის შედგენაზე, სსსმ მოსწავლისთვის აქტივობების გაწერაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტირებასა და რთული ქცევის მართვის შედგენაზე; ივარჯიშებენ  სხვადასხვა  თემების შესახებ ტესტებზე.

პროგრამა ტარდება ბლენდირებულად, როგორც აუდიტორიულად, ასევე დისტანციურად ონლაინ  რეჟიმში. აუდიტორიული სწავლება ჩატარდება თბილისსა და ბათუმში.

ცენტრმა პანდემიის დროს დისტანციური სწავლების საუკეთესო გამოცდილება დააგროვა და ზაფხულის განმავლობაში წარმატებით გადაამზადა მრავალი ათეული  მსმენელი.

კემბრიჯის განათლების სახლის პროფესიული განვითარების ტრენინგ ცენტრი მუდმივად ვითარდება, პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და აწესებს მაღალ სტანდარტს პროფესიული განვითარების მიწოდების კუთხით. თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მსმენელს სთავაზობს მხოლოდ მაღალ სტანდარტს, როგორც ტრენერების კვალიფიკაციით, ასევე სასწავლო პროგრამების შინაარსით და ჩატარების ხარისხით.

ტრენინგის დასაწყისი  15 აგვისტო /31 აგვისტო/14 სექტემბერი. ხანგრძლივობა 120 სთ. მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი 120 სთ. მითითებით და სარეკომენდაციო წერილი.

მის:  ქ. თბილისი. ფ. მოსულიშვილის 20.

ქ. ბათუმი გიორგი ბრწყინვალეს 103.

Facebook – Cambridge Education House.

Email-cambridgeeducationhouse@graduate.org

ტელ: 598097311; 571283322

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება