სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შიშიც კი მეპარება, ნუთუ ისევ დისტანციურად უნდა გავაგრძელოთ სწავლება?!“-ბათუმის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლისა და მოსწავლის სასექტემბრო მოლოდინი
04-08-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.

ბათუმის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელი სოფო ნოღაიდელი:

„ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად ველოდებოდი სექტემბერს (11 წელი როგორც მოსწავლე, ხოლო უკვე 27 წელია, როგორც მასწავლებელი). თითქოს ყველაფერი თავიდან, ახლიდან უნდა დაწყებულიყო. მაგრამ მოლოდინი, რომელიც ახლა, 2020 წლის სექტემბრისთვის მაქვს, აბსოლუტურად „არაჩვეულებრივია“ - მიუხედავად იმისა, რომ „პანდემიური“ სემესტრი წარმატებით დავასრულეთ, გულის ღრმა კუნჭულში, შიშიც კი მეპარება, ნუთუ ისევ დისტანციურად უნდა გავაგრძელოთ სწავლება... პანდემიამ ბევრი დრო გვაჩუქა, დასაფიქრებლად, დასასვენებლად, განსატვირთად და მე, როგორც ერთი რიგითი მასწავლებელი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სამყაროში ერთ-ერთი დიდი ბედნიერება, მოსწავლის და მასწავლებლის გულწრფელი სიყვარული, მათი ერთობლივი წარმატება, ზრუნვა და მხარდაჭერაა. იმედია, სიტუაცია არ გამწვავდება და მოსწავლეებს და მასწავლებლებს სკოლებში დაბრუნების საშუალება გვექნება, რათა უფრო ნაყოფიერად გავაგრძელოთ პოსტპანდემიური სემესტრი. ჩემ პაწაწინებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და WHO-ს ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით შევასრულებთ“.

სასექტემბრო სურვილი გაგვიზიარა ამავე სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ლიზი თურმანიძემაც:

„ველოდები სკოლის დაწყებას, ველოდები, რომ გაკვეთილები ჩამიტარდეს საკლასო ოთახში. ჩემი სურვილია, ონლაინ გაკვეთილები აღარ ჩატარდეს, ჩემი სკოლის ეზო გაივსოს ბევრი ბავშვებით“.


წერილი მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები

ბავშვებმა დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა აქტივობებში

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება