სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - იხილეთ ამავე საგნების ტესტები და სწორი პასუხებიც
04-08-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ამჯერად ბიოლოგიისა და ფიზიკის ქულები გამოაქვეყნა.

საკუთარი შედეგების სანახავად გადადით ბმულზე: 

გარდა შედეგებისა, ცნობილია ამავე საგნების ტესტები და სწორი პასუხები: 

ბიოლოგიის ტესტი და სწორი პასუხები 

ბიოლოგიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.  აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე. ი. 17.50 ქულაზე) მეტი. 

ფიზიკის ტესტი და სწორი პასუხები 

ფიზიკის მაქსიმალური ქულაა 75. საგამოცდო საგნის  ჩასაბარებლად  გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს  ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის  25%-ზე (ე.ი. 18.75 ქულაზე) მეტი.

ინსტრუქცია: საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge. შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი. პირად გვერდზე გამოსაცდელი ნახავს საკუთარი ნაშრომის ასლსა და კონკრეტულ საგანში მიღებულ პირველად, „ნედლ“ ქულას.

შედეგების გაგება აბიტურიენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). 

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.  სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: naec.ge.

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა. კორონავირუსის გამო ტესტირებები დამატებითი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება