სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„გამოცდები უნდა არსებობდეს, რათა მასწავლებელმა ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს“ - დაბა სიონის სკოლის პედაგოგი თამარ ბეცეცაშვილი
31-07-2020
-
+


პროფესია ისე აირჩია, მასწავლებლობა არც უფიქრია, თუმცა დღეს დაბა სიონის საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლის და როგორც Etaloni.ge-სთან აღნიშნავს, ამ არჩევანს ნამდვილად არ ნანობს, რადგან ბავშვები უზომოდ უყვარს. მართალია, სასწავლო წლის დასრულება დისტანციურად მოუწიათ, თუმცა სჯერა, რომ მალე დაუბრუნდებიან სკოლის კედლებს, სრულფასოვანი სასწავლო პროცესიც აღდგება და მონატრებულ მოსწავლეებსაც ისევე სიხარულით შეეგებება, როგორც ეს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ხდება ხოლმე. Etaloni.ge დაბა სიონის საჯარო სკოლის პედაგოგს, თამარ ბეცეცაშვილს წარმოგიდგენთ, რომელიც ინტერვიუს დისტანციური სწავლების გამოწვევებით იწყებს და იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ასეთ დროს ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას მუდმივად გრძნობდნენ.

- დისტანციური სწავლება ჩვენთვის, როგორც სკოლების უმრავლესობისთვის სიახლეს წარმოადგენდა, თუმცა ადვილად ავუღეთ ალღო და წარმატებით განვახორციელეთ სასწავლო პროცესი; ვიყენებდით სხვადასხვა ონლაინ-პლტაფორმას, არც ინტერნეტი გვქონია შეზღუდულად მაშინ, როდესაც ვიგებდით, სხვადასხვა რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომის არაერთი შეზღუდვა არსებობდა... გულწრფელად გითხრათ,  მოსწავლეებიც და მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები და პედაგოგებსა თუ სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, საბოლოოდ, სასურველ შედეგებზე გავედით.

- ინგლისურს ასწავლით და საინტერესოა, რა შედეგი მიიღეთ დისტანციური სწავლებით; ან რამდენად შეიძლება, აქცენტები გაკეთდეს ხარისხზე მაშინ, როდესაც მასწავლებლები, ძირითადად, ბავშვების კეთილსინდისიერებაზე იყავით დამოკიდებულნი?

- რა თქმა უნდა, ისეთი ხარისხი არ იყო, როგორზეც შეიძლება ტრადიცული სასწავლო პროცესისას ვისაუბროთ, მაგრამ იმ პირობებში, რაც გვქონდა, ვფიქრობ, მაქსიმალური შედეგი მივიღეთ. მოსწავლეებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლებსაც გათავისებული ჰქონდათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ რაიმე პრობლემა გვქონდა.

- ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას თუ გრძნობდით?

- რესურს-ცენტრის დამსახურებით, ყველა საჭირო ინფორმაცია დროულად გვქონდა, ადგილობრივი ხელისუფლებაც, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებდა, მოსახლეობას განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნოდა და პანდემიისას, ასეთი თანადგომა, მართლაც ფასდაუდებელია.

- ქალბატონო თამარ, თქვენ აზრით, როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ ბავშვების  დაინტერესება მოახერხოს ისე, არც ონლაინ და არც ტრადიციული გაკვეთილი გაუცდინონ ან თუნდაც არ ჩაუშალონ.

- სასწავლო პროცესი ნდობასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს და რაც მთავარია საინტერესო იყოს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ საკმაოდ მაღალი მოთხოვნები... იოლი არაა, იყო ისეთი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებისთვის მისაღები აღმოჩნდება.

- და რატომ აირჩიეთ ასეთი რთული პროფესია?

- როდესაც პროფესიას ვირჩევდი, მასწავლებლობაზე არ მიფიქრია, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, ამ სფეროში მემუშავა და არც დავფიქრებულვარ, რადგან მიყვარდა ბავშვები, მსურდა, ჩემი ცოდნა, უნარები მათთვის გამეზიარებინა. ამ გადმოსახედიდან ნამდვილად არ ვნანობ საკუთარ არჩევანს, რადგან მიმაჩნია, რომ მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, რომელიც გაძლევს საშუალებას, სამსახური არ გექცეს ერთგვარ რუტინად.

- თუმცა ამავე დროს, მასწავლებლობა ტიტანურ შრომას მოითხოვს, მით უმეტეს, პედაგოგებს კომპეტენციის დადასტურებაც გიწევთ...

-  ვფიქრობ გამოცდები უნდა არსებობდეს, რადგან მასწავლებელს ჰქონდეს განცდა, რომ პერიოდულად გადამოწმდება მისი უნარები, შესაძლებლობები და მზად უნდა იყო, ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს, საკმაოდ მომთხოვნი მოსწავლეების პირობებში.

- თავად როგორი მოსწავლე იყავით?

- როგორც ამბობენ, კარგი მოსწავლე ვიყავი... მეც დაბა სიონის საჯარო სკოლა დავამთავრე და შემდეგ უკვე მასწავლებლად დავბრუნდი.

- და როგორი აღმოჩნდა საკუთარი მასწავლებლების კოლეგობა?

- პირადად ჩემთვის, ეს უდიდესი ბედნიერებაა... ძალიან დადებითი ადამიანები არიან, კომპეტენტურები და ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, რადგან მომეცა საშუალება მათ გვერდით ვმდგარიყავი, როგორც კოლეგა და ბევრი დადებითი მესწავლა მათგან.


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

რა ფუქნციას ასრულებს მრჩეველთა საბჭო სკოლებში - უფლებამოსილება და ვალდებულებები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება