TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სერგი ჯანიაშვილმა ესეების კონკურსში გაიმარჯვა
31-07-2020
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სერგი ჯანიაშვილმა ესეების კონკურსში გაიმარჯვა. 20 ივლისს, გორში ახალგაზრდებთან საჯარო შეხვედრა და უფროსკლასელთა კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო მოწვეული ექსპერტების ახალგაზრდებთან და მათ პედაგოგებთან პირისპირ შეხვედრა და მათი ინფორმირება სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და აქტივიზმის შესახებ. ამ მისიით გორში ჩავიდნენ ჟურნალისტი და პედაგოგი დავით პაიჭაძე, მარკეტინგისა და კომუნიკაციების ლექტორი ქეთი კვინიკაძე და განათლების ექსპერტი გიორგი გახელაძე.

ამავე ღონისძიებაზე გაიმართა „ეს ქვეყანა შენიას“ უფროსკლასელთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

კონკურსი უფროსკლასელებისთვის - „ეს ქვეყანა შენია!“ გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეობდა 150-მდე გუნდი. გამარჯვებულები გამოავლინა პედაგოგებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ.

შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებულები არიან: რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე: სერგი ჯანიაშვილი (კურატორ-მასწავლებელი ნესტან ოქროპირიძე). მის მიერ წარმოდგენილ ესეში მოთხრობილია იმ რიგითი მოქალაქეების შესახებ, რომელნიც გვიჩვენებენ ჭეშმარიტი, სამოქალაქო თავდადების და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითებს პანდემიის პირობებში: მაგ. მომავალი ექიმი ლიკა ზურაბაშვილი, რომელიც რუხის კლინიკაში საქმიანობდა, გორელი ბაიკერი, 24 წლის დავით ჯანგველაძე, პროფესიით მოქანდაკე, რომელმაც დაშლილი მოტო ააწყო და საგანგებო მდგომარეობის დროს იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და არავინ ჰყავთ. სერგიმ შემოგვთავაზა „სიკეთის ეპიდემიის“ იდეა.

„უმაგრესი დღე! უდიდესი ემციებით სავსე! უღრმესი მადლობა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს სიესაის (CSI), მის პროექტს „ეს ქვეყანა შენია გაიზიარე პასუხისმგებლობა“, რომელშიც ვიყავით ჩართული და გავიმარჯვეთ! მონაწილეობა მივიღეთ ესების კონკურსში სამოქალაქო ღირებულებების კუთხით. შიდა ქართლის მასშტაბით გამოვლინდა 4 გამარჯვებული. მათ შორის მოხვდა ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლის სერგი ჯანიაშვილის ნაშრომი, კურატორი მასწავლებელი: ნესტან ოქროპირიძე. დაჯილდოება შედგა 20 ივლისს გორის თეატრის შენობის წინ ღია სივრცეში, სადაც გამარჯვებულმა მოსწავლეებმა კურატორ მასწავლებლებთან ერთად საჩუქრად მიიღეს ლეპტოპები, ჩანთები, მაიკები, რუკები, დიპლომები. მოსწავლეებს შეხვდნენ პროექტის ინიციატორები, ბატონი თემურ ჯალიაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი გიორგი გახელაძე, GIPA-ს მარკეტინგის ლექტორი ქალბატონი ქეთი კვინიკაძე. პროექტის შიდა ქართლის კოორდინატორი ქალბატონი მერი ბეჟუაშვილი, რომელთაც დისკუსიის რეჟიმში ჩართეს ახალგაზრდები. მოისმინეს მათი აზრი, როგორ ესმოდათ პროექტის მთავარი სლოგანი: „ეს ქვეყანა შენია გაიზიარე პასუხისმგებლობა“. მართლაც, ეს ქვეყანა ასეთი წარმატებული ახალგაზრდების და მომავლისაა!

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს ამ უდიდესი სიურპრიზის და უმაგრესი საჩუქრებისთვის! და ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ მარიკა ღვინიაშვილს პროექტში ჩართვისთვის!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება