სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რამდენიმე საკითხი იყო რომელმაც დამაბნია“ - რა დავალებები შეასრულეს მასწავლებელთა ისტ-ის პრაქტიკული ნაწილის გამოცდაზე?
28-07-2020
-
+


დღეს მასწავლებლობის მსურველები ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკულ ნაწილს აბარებენ. გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების შეფასებით, ტესტები საშუალო სირთულის იყო.  

„უნივერსიტეტი წელს დავამთავრე და მინდოდა ბედი მასწავლებლობაშიც მეცადა. მომწონს, როდესაც სხვას ვასწავლი და შემდგომ ამ სწავლის შედეგს ვხედავ. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდას, რთული ნამდვილად არ ყოფილა, ცოტაოდენი ლოგიკა და კომპიუტერის ცოდნაა საჭირო. საკუთარი თავით ნამდვილად კმაყოფილი ვარ“, - გვითხრა მასწავლებლის მსურველმა.

„ვორდის, ექსელის, ფავერფოინთის ცოდნას ამოწმებენ. მაგალითად, ვორდში უნდა დაგენომრა ფურცლები, ჩარჩო გაგეკეთებინა, ასევე ექსელში ფორმულები უნდა იცოდე როგორ ჩასვა. ხელით წერა პრაქტიკულად არ გიწევს. ტექსტიც და სურათებიც შეგიძლია მონიშნო და ისე ჩასვა სასურველ ადგილზე. რთული არ იყო, მაგრამ იყო ისეთი კითხვები, რომელსაც შეეძლო დაებნიე. ყველაზე რთული ის იყო, რომ ერთ საკითზე წერისას უნდა გადასულიყავი მეორე გვერდზე მერე უკან დაბრუნებულიყავი გენახა პასუხი. ზევით ქვემოთ უნდა გენახა კითხვები და პასუხები, თორემ სხვა მხრივ სირთულე არ ყოფილა“, - განაცხადა 39-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„კითხვები ცოტა დამაბნეველი იყო, 4 სვეტი იყო მოცემული, თარიღები, ციფრები და რაღაცეები და ის უნდა გადაგენაწილებინა, დიაგრამებიც იყო. საოფისე პროგრამების ცოდნასაც მოითხოვდნენ რაღაც მხრივ. ვორდში, ექსელში უნდა გაგეკეთებინა დავალებები. ისე წერა არ გიწევს, პრაქტიკულად ყველაფერს კომპიუტერში ვაკეთებდით. რთული არაა, მაგრამ რამდენიმე საკითხი იყო, რომელმაც დამაბნია. ესე კონკრეტულად ახლა ვეღარც ვიხსენებ ისეთი დაძაბული ვიყავი გამოცდაზე“, - გვითხრა აპლიკანტმა.

„საკმაოდ გამიმარტივდა. განსაკუთრებული სირთულის დავალება არც ერთი არ ყოფილა. ვისაც ამ საგნის მასწავლებლობა უნდა ვორდსა და ექსელში მოცემული დავალებების გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს. ასევე იყო დიაგრამებზე დავალება, ფორმულების ჩასმაც გჭირდებოდა, ნახაზები იყო კიდევ და იმის მიხედვით უნდა გაგეკეთებინა რამდენი საკითხი. საბოლოო ჯამში არ ვთვლი რომ რთული იყო. უბრალოდ უნდა დაკვირვებოდი, რას გეკითხებოდნენ, რა გქონდა მოცემული და რისი გაკეთება იყო შენგან საჭირო“, - ამბობს 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

ცნობისთვის, დღევანდელ გამოცდაზე 83%-ზე მეტი მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება