სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის მიიღებენ ოქროსა და ვერცხლის მედლებს წარჩინებული მოსწავლეები - სამინისტროს განმარტება
27-07-2020
-
+


2018-2019 სასწავლო წლის სკოლადამთავრებულ წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, უწყება მუშაობს, რომ მედლების შესყიდვა და გადაცემა მიმდინარე წელსვე მოესწროს.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებული ჰქონდა. გამოვლენილი იყო ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც, თუმცა საბოლოოდ პირობების დარღვევის გამო ტენდერი ჩაიშალა.

„ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, პროექტის განსახორციელებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რომ მედლების შესყიდვა და გადაცემა მიმდინარე წელსვე მოესწროს. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა დაჯილდოების პროცესი ოდნავ მოგვიანებით, ეტაპობრივად განხორციელდეს.

თუ როდის მოხდება მოსწავლეთა დაჯილდოება, ყველა წარჩინებული მოსწავლე აღნიშნულის თაობაზე წინასწარ იქნება ინფორმირებული“, - განგვიცხადეს უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ 2018-2019 სასწავლო წელს მედალი სულ 4 271 მოსწავლეს გადაეცემა. მათგან 3 246 ოქროს მედალოსანი, ხოლო 1 025 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების შერჩევის წესი იცვლება - მოსწავლეთა შეფასება წელს განსხვავებულად მოხდება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება