სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მინდა საგანგებო განცხადებით დავიწყო“ - რაზე აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს და რა პრობლემები გველის 7 სექტემბრამდე?
27-07-2020
-
+


„მინდა საგანგებო განცხადებით დავიწყო, დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში და ეს გაგრძელდება 7 სექტემბერს“ - ასეთი განცხადებით დაიწყო მიხეილ ცაგარელმა ასტროლოგიური პროგნოზის გაცნობა  და გაგვაფრთხილა: „ყურადღებით იყავით, ნეგატიური ტენდენციების ალბათობა და ადამიანებში აგრესია მოიმატებს. მშვიდად გაიარეთ ეს პერიოდი“. 

30 ივლისის ცუდი შტრიხების შეცვლის შესაძლებლობა გაქვთ. შეგიძლიათ უარყოფითი თვისებები შეცვალოთ უკეთესობისკენ. 

თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია:

ვერძი: აქტიური, ენერგიული, კონტაქტური და ლიდერი ხართ. თუმცა პროვოკაციული მომენტები აქტიურდება, აგრესიული ხდებით, შეიძლება კონფლიქტებში ჩაგრთონ. თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანების შემოსვლისგან თავი შეიკავეთ. 

კურო: დასვენება გჭირდებათ, თქვენთვის კარგია ბუნებასთან კონტაქტი. თუ ამას ვერ ახერხებთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. სარისკო მოქმედებებით გაიფუჭებთ იმ მიღწევებს, რაც ერთი თვის განმავლობაში მოიპოვეთ. 

ტყუპები: კონტაქტური, ენერგიული, აქტიური ხართ. საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, პოზიტივი გაქვთ ამ კვირაში. თუმცა ძველმა გადაუწყეტმა საქმეებმა ან პრობლემებმა შეიძლება ახლა იჩინონ თავი და ხელი შეუშალონ ახალი იდეების რეალიზებას. 

კირჩხიბი: ენერგოტონუსი იკლებს, იღლებით, დაისვენეთ და ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. ემოციურად გაღიზიანებული ხდებით, ერიდეთ ურთიერთობების გარჩევას სახლსა და სამსახურში. შემოქმედებითი თვალსაზრისით კარგი დროა. მაგრამ მაინც გახსოვდეთ თქვენი დასვენების დროა.

ლომი: ძალიან აქტიური, ენერგიული ხართ. ყველაფერი გამოგდით. იდეები რეალიზება, მოლაპარაკებები. ნებისმიერი მოგზაურობა იქნება წარმატებული თქვენთვის. ორი ნაბიჯით წინ თვლით, რა მოხდება ამა თუ იმ ნაბიჯის შემდეგ. 

ქალწული: ენერგოტონუსი შემცირებას იწყებს. ფსიქო-ემოციური სტრესის წინაშე შეიძლება დადგეთ. ჭორები და ინტრიგები აქტიურდება, კარგია დასვენება და ყოველდღიური საქმეებით შემოფარგვლა. 

სასწორი: ეს პერიოდი ცუდი არ არის, შემოქმედებითი კუთხით წარმატებული დროა. სირთულეები გაქვთ პარტნიორული ურთიერთობების მხრივ. 

მორიელი: თქვენი ენერგოტონუსიც მცირდება. ზედმეტი პირდაპირობით და სარკაზმით, შეიძლება სერიოზული სირთულეები გქონდეთ სახლსა და სამსახურში. ამან კი შეიძლება დიდ დაღი დაასვას მატერიალურ მდგომარეობას და პროფესიულ განვითარებას. ან დაისვენეთ ან მშვიდ რიტმზე გადადით. 

მშვილდოსანი: უკეთ იგრძნობთ თავს, აქტიური, ინერგიული, იღბლიანი ხართ და წარმატების შანსები მატულობს. ფრთხილად იყავით მოგზაურობისას და აკონტროლეთ სიამაყე. 

თხის რქა: რთული კვირა გაქვთ. სასამართლო ბრძოლაში შეიძლება ჩაერთოთ, ძველმა ინტრიგებმა და პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი. სარისკო მოქმედებებს ერიდეთ. ჯანმრთელობაც არამდგრადია და მიაქციეთ ყურადღება. 

მერწყული: გეგმების განახლების პერიოდი გაქვთ. შეიძლება ისეთი რამ  შეიცვალოს, რასაც წინასწარ ვერ გათვლით. ეს ცვლილება კი შეიძლება საჭიროც აღმოჩნდეს. ამან შეიძლება დაძაბოს ვითარება სახლსა და სამსახურში. დიპლომატია მოიშველიეთ. 

თევზები: პირველ რიგში დასვენებას გირჩევთ, შემოქმედებითი კუთხით ცუდი დრო არა, თუმცა პირადი ურთიერთობების დაძაბვის ტენდენციამ, სამსახურეობრივმა პრობლემებმა, არასწორად გათვლილმა გეგმებმა შეიძლება იჩინოს თავი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება