სიახლეები
სიახლეები

„არ ველოდი ამდენ დათმობას თუ გაუკეთებდნენ პრაქტიკოსებს“ - წამყვანი პედაგოგის კომენტარი საგამოცდო ცენტრიდან
22-07-2020
-
+


N133 სკოლის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ფიზიკას, ასევე სახვით და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებენ. ამავე ცენტრში უტარდებათ დაწყებითის კომბინირებული გამოცდა მაძიებელ პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს. საგამოცდო ცენტრთან გულშემატკივრების სიმცირეა. 

ქალბატონი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სკოლაში დაწყებითის მასწავლებელია, საგამოცდო ცენტრთან ფიზიკის გამოცდაზე შვილს გულშემატკივრობს. პედაგოგის დახვეწილმა მეტყველებამ თავიდანვე მიიქცია ჩვენი ყურადღება. მასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ, ვკითხეთ, როგორია მასწავლებლის პროფესია და როგორ მოსწონს განათლების სამინისტროს მიერ დანერგილი ცვლილებები. მასწავლებელი გულწრფელად გვესაუბრა, თუმცა გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა: 

„აქ შვილს ვგულშემატკივრობ, სამედიცინოს აბარებს, მეც მსურდა სამედიცინოზე სწავლა, თუმცა შემდეგ გადავიფიქრე, დროთა განმავლობაში კი პროფესია შევიცვალე და მასწავლებელი გავხდი. პატარებთან ვმუშაობ უკვე 20 წელია და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. საგნობრივი კომპეტენციის, ასევე უნარების გამოცდა 2012 წელს ჩავაბარე. საკმაოდ რთული იყო, თუმცა 10 კრედიტი ავიღე ორივეში. ვფიქრობ, რომ მასწავლებელი სულ უნდა ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე, ამიტომ წინსვლაზე ზრუნვა არ დამზარებია. ორი წელია, წამყვანი პედაგოგი ვარ, ჩემს საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდები. მახსოვს დაწყებითის გამოცდას რომ ვაბარებდი, პედაგოგები გამოცდიდან ერთ საათში, საათ-ნახევარში გადიოდნენ, მე დრო სრულად დამჭირდა იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ და მრავალმხრივ ცოდნას მოითხოვს ეს გამოცდა. ის პედაგოგები ახლაც პრაქტიკოსები არიან, რამდენიმე წელი აბარეს, შემდეგ ერთი კრედიტი მოიპოვეს და ახლაც კრედიტები აკლდებათ სტატუსზე. მათ შეეძლოთ ეფიქრათ გამოცდაზე, მეტი ქულა მოეპოვებინათ, თუმცა ნერვები არ ჰყოფნიდათ. ახლა წინსვლის საშუალება არ აქვთ იმ პედაგოგებს, რომლებიც 1 და 4 კრედიტით გახდნენ უფროსები. აპროტეტებენ და მიკვირს, რაიმე განსხვავება ხომ უნდა ყოფილიყო? თუ არა და წყალში გვეყრებოდა იმ მასწავლებლებს შრომა, ვინც წლების წინ მოვიპოვეთ 10 კრედიტი და ავიმაღლეთ სტატუსი. ახლაც არ ველოდი ამდენ დათმობას თუ გაუკეთებდნენ, ამდენ შანსს თუ მისცემდნენ პრაქტიკოსებს“, - აღნიშნა პედაგოგმა.

რადგან დღეს მასწავლებლობის მსურველები და მაძიებლები დაწყებითის კომბინირებულ გამოცდას აბარებენ, ვკითხეთ პედაგოგს, რას ურჩევდა აპლიკანტებს, რომლებიც ახლა დაწყებითის კომბინირებულ გამოცდას აბარებენ, რამდენად რთულია სკოლაში დასაქმება და პატარებთან მუშაობა: 

„დაწყებითის მასწავლებლობა დიდი პასუხისმგებლობაა და სამუშაოდ განსხვავებული მიდგომებია საჭირო. ხშირად მსმენია უცხო ენების პედაგოგებისგან, რომლებიც ძირითადად მაღალ კლასებს ასწავლიან, რომ პატარებთან გაკვეთილის ჩატარება ბევრად რთულიაო, ალბათ იმიტომ რომ განსხვავებული მიდგომა და განსხვავებული საუბარია საჭირო. ამასთან ერთად პატარებს დიდი ყურადღება სჭირდებათ, რომ დასვენებაზე თამაშისას არაფერი იტკინონ. თავდაპირველად კერძო სკოლაში დავსაქმდი, ჩემმა ლექტორმა გამიწია რეკომენდაცია, მითხრა არ მინდა შენნაირი კადრის დაკარგვაო. რამდენიმე წლის შემდეგ საჯარო სკოლაში გადავედი, საჩვენებელი გაკვეთილი ჩავატარე, ერთი სემესტრით დამასაქმეს ხელშეკრულებით, შემდეგ კი დავრჩი, როგორც აღვნიშნე, უკვე ოცი წელია პედაგოგი ვარ. მასწავლებლობის მსურველებს ვურჩევ, თუ დარწმუნებულები არიან, რომ სურთ ამ პროფესიაში შემოსვლა, უკან არ დაიხიონ, იბრძოლონ, იმუშაონ საკუთარ თავზე, აიმაღლონ ცოდნა“, - გვითხრა პედაგოგმა. 

ამჯერად, ზაფხულში გამოცდას მხოლოდ მასწავლებლობის მსურველები და სკოლაში მაძიებლად დასაქმებული პედაგოგები აბარებენ, პრაქტიკოსები კი საგნის კომპეტენციას შემოდგომაზე დაადასტურებენ.

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

საჯარო სკოლის დირექტორებმა ანგარიში 10 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ - დეტალური ინფორმაცია ხელმძღვანელებისთვის

მასწავლებელი საკუთარი მოსწავლის რეპოეტიტორი ვერ იქნება

რას ნიშნავს 1 უნივერსიტეტი-1 ფაკულტეტი - პრემიერი განმარტავს

რას ნიშნავს არადიფერენცირებული შეფასება და რომელ საგნებში იყენებენ მას პედაგოგები

2026 წელს საჯარო სკოლის პედაგოგებს ხელფასი არ გაეზრდებათ - როგორ ნაწილდება განათლების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის პროექტის მიხედვით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ერის მამად წოდებული დიდი ქართველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ხოტბა შეასხეს

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში დირექტორი რიმა მელია პასუხობს

აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდნენ - მუსიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლები
 
საინტერესო

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

სიახლეები
საზოგადოება