სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არც ერთი იყო პროგრამული და ჩემთვის მარტივი არ იყო“ - შეფასებები ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდებზე​
21-07-2020
-
+


დღეს აბიტურიენტები ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. როგორც 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა გვითხრა მან ლიტერატურის ტესტი წერა.

„კითხვები იყო „ვეფხისტყაოსნიდან“, ქარჩხაძის „იგიდან“ და სამივე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიდან, შუშანიკიდან, აბოდან და გრიგოლ ხანძთელიდან. რაც შეეხება თემას, ორი ტექსტი იყო, ანალიზი უნდა დაგეწერა - ერთი „გორა მბორგალი და მეორე „ულისე ბაღდადიდან“. რთული არ ყოფილა, არ გამჭირვებია. თუ ნაწარმოებები იცოდი არც კითხვაზე პასუხის გაცემა გაგიჭირდებოდა“ - გვითხრა ეკატერინემ.

„თემა უფრო გამიჭირდა, რთული ტექსტები იყო. არც ერთი არ იყო პროგრამული და ჩემთვის მარტივი არ იყო კითხვებისგან განსხვავებით. თითქმის ყველაფერი იყო რაც პროგრამით გავიარეთ. „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ავთანდილის და შერმადინის დამშვიდობების ეპიზოდი და იქიდან 5 კითხვა იყო, თვისებებზე გეკითხებოდნენ. „დიდოსტატის მარჯვენა“ „ჯაყოს ხიზნები“ და  „სამანიშვილის დედინაცვალიც“ შემხვდა. მოკლედ თითქმის ყველაფერი, თუმცა კითხვები მარტივი იყო, არ გამჭირვებია“ - გვითხრა აბიტურიენტმა.

„რამდენიმე კითხვა გამიჭირდა, თორემ საერთო ჯამში რთული არ იყო. თორნიკე ერისთავზე იყო კითხვები და ეგ ვეღარ დავწერე. ისე აგიოგრაფიული ნაწარმოებებიც იყო, აბო, შუშანიკი, გრიგოლი. კითხვები „სამანიშვილის დედინაცვალიდან, „ოთარაანთ ქვრივიდან“ და „ვეფხისტყაოსნიდანაც“ იყო რამდენიმე კითხვა. თემა უფრო გამიმარტივდა,ულისე ბაღდადიდან“   და „გორა მბორგალიდან ანალიზი უნდა გაგეკეთებინა, შეგედარებინა ერთმანეთისთვის და ბოლოს საკუთარი აზრი დაგეწერა“ - გვითხრა მარიამმა.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, აბიტურიენტების ნაწილს მათემატიკური ნაწილი, ზოგს კი ვერბალური უფრო გაუჭირდა.

„ვერბალური ნაწილი უფრო მარტივად დავწერე. მათემატიკური რთული იყო. საკითხები არ მახსოვს“ - გვითხრა აბიტურიენტმა

„გამიჭირდა, საკმაოდ რთული იყო. ვერბალური ნაწილი განსაკუთრებით გამიჭირდა, საკითხები არ მახსოვს სამწუხაროდ“ - გვითხრა არიამ.

„მგონი კარგად დავწერე, მაგრამ საკითხები არ მახსოვს. მათემატიკური ნაწილიც მარტივი იყო ძირითადი ფორმულები იქვე გეწერა, ამიტომ არ გამჭირვებია“ - გვითხრა აბიტურიენტმა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება