| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადი უნარების გამოცდის მეორე სესია დილის სესიასთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლები აპლიკანტით დაიწყო, რომელთა შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჭარბობდნენ.
N117 და N103 სკოლებში გახსნილი საგამოცდო ცენტრებიდან აპლიკანტების ნაწილი უკმაყოფილო გამოდიოდა. რადგან მათემატიკური ნაწილი მათთვის რთული აღმოჩნდა:
სარა: ძალიან უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით. რთული იყო მათემატიკური ნაწილი. არადა იმედი მქონდა ადვილად დავძლევდი საკითხებს.
მურატი: არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა უნარების ჩაბარება. ძალიან ვნერვიულობ. ვერაფერს გეტყვით
ლანა: მათემატიკის გამოცდაც რთული იყო და უნარების მათემატიკური ნაწილიც. აუტკივარი თავი ავიტკიე. ნეტა არ ჩამებარებინა. საერთოდ არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით.
ანდრო: ლოგიკური ტექსტი იყო და არ ვიცი როგორ დავწერე, არც კი მახსოვს რას ეხებოდა. ისე ვნერვიულობდი, ხელები მიკანკალებდა. მათემატიკური ნაწილი შედარებით უკეთ დავწერე, თუმცა საკმაოდ რთული იყო. ერთი სული მაქვს, შედეგები როდის დაიდება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია
სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ