სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მეცნიერებმა ბავშვის აღზრდაზე სმარტფონების ნეგატიური გავლენა არ დაადასტურეს
22-07-2021
-
+


მშობლებს შეუძლიათ აღარ ინერვიულონ, იმის გამო რომ სმარტფონთან გატარებული დრო ნეგატიურ გავლენას მოახდენს შვილებთან ურთიერთობაზე. ასეთ დასკვნამდე გრიფიტის უნივერსიტეტის მეცნიერები 3 659 მშობელზე დაკვირვების შემდეგ მივიდნენ. კვლევის შედეგები სამეცნიერო გამოცემაში - Journal of Child Psychology and Psychiatry გამოქვეყნდა. 

აღნიშნული კვლევა, ჩვენს, მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში ძალიან აქტუალურია, როდესაც ბევრი ექსპერტი მშობლებსა და შვილებს შორის ტრადიციულ კავშირში მოწყობილობების ჩარევის პრობლემაზე მიუთითებს.

აღმოჩნდა, რომ იმ ოჯახებში, სადაც ოჯახთან გასატარებელ დროს თავს არ არიდებდნენ და ხშირად იყენებდნენ სმარტფონებს, ბავშვების აღზრდა იყო უფრო ხარისხიანი და სრული. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სმარტფონები ოჯახურ ცხოვრებაში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და თუ მათი გამოყენება არ ახდენს მძიმე ნეგატიურ გავლენას ოჯახის შიდა ურთიერთობებზე, მაშინ მათ შეუძლიათ ბავშვის ცხოვრებაში პოზიტიური როლი შეასრულონ. 

სმარტფონების დახმარებით მშობლებს შეუძლიათ სწრაფად მოძებნონ სასარგებლო რჩევები ბავშვების აღზრდის საკითხში, თამაშის იდეები, მოიძიონ განმავითარებელი პროგრამები და დაგეგმონ მოგზაურობა, გამოიყენონ ისინი როგორც ფოტოაპარატი ოჯახური არქივებისთვის და პირველადი დახმარების სახელმძღვანელო. საერთო ჯამში, სმარტფონების სწორი გამოყენება არა მხოლოდ არ ახდენდა ნეგატიურ გავლენას ოჯახურ კეთილდღეობაზე, არამედ ბავშვებსა და მშობლებს შორის კავშირის განმტკიცებას უწყობდა ხელს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება