სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მალე კოსმიური შტორმი იწყება, იქამდე კი ყველაზე რთული პერიოდი 1 ზოდიაქოს ნიშანს აქვს - რაზე გვაფრთხილებს ცაგარელი?
20-07-2020
-
+


26 ივლისიდან 2 თვიანი კოსმიური შტორმი იწყება, ამიტომ იქამდე ყველა საქმე მოასწარით  - ასეთია მიხელ ცაგარელის გაფრთხილება. დღეს არის ახალმთვარეობა - მოსალოდნელია გაღიზიანება და ამის ფონზე კონფლიქტები. დღეს მონეტა დადეთ აივანზე და დაანახეთ მთვარეს, რათა მოგიტანოთ ფინანსური კეთილდღეობა.

24 ივლისს მზე ტოვებს კირჩხიბის ზოდიაქოს და გადადის ლომის ნიშანში. ეს გააძლიერებს დადებით ტენდენციებს: ენერგიულობას, მებრძოლ სულისკვეთებას, კომუნიკაბელურობას, სასიყვარულო ურთიერთობებს და უარყოფით მხარეებსაც: ეგოიზმს, დიქტატურას, ფულის უყაირათოდ ხარჯვას და სიზარმაცეს.

შაბათ-კვირას კანონები არ დაარღვიოთ.

22 ივლისიდან ცეცხლისა და ჰაერის ნიშნებისთვის კარგი დრო იწყება, მიწის და წყლის ნიშნებისთვის არც ისე სახარბიელო პერიოდია.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი: თქვენი დრო იწყება 22 ივლისიდან. ფინანსური შესაძლებლობები იხსნება, იდეების რეალიზება, სასიკეთო ელფერს მიიღებს ყველაფერი. წარმატების დიდი შანსი გაქვთ.

კურო: აქტიურობა შეამცირეთ. დასვენებაზე იფიქრეთ. საქმეები ისე არ მიდის, როგორც თქვენ ისურვებდით. ყოველდღიურ საქმეებზე გადადით, გადატვირთვა ნერვიულ სისტემის გაღიზიანებას გამოიწვევს.

ტყუპები: მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გეძლევათ, თუმცა მალევე ხარჯავთ. ამიტომ მოუფრთხილდით გამომუშავებულ ფულს. აქტიურდებით და კარგი შესაძებლობები გაქვთ. ლტოლვა გაქვთ რომანტიკული ურთიერთობებისთვის. 22-დან თქვენი გონიერება წინა პლანზე წამოიწევს.

კირჩხიბი: ენერგოტონუსი ეცემა, აქტიურობა შეამცირეთ და დასვენებისთვის მოემზადეთ. ნუ დადებთ ხელშეკრულებებს, ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებს, ფინანსურ გარიგებებთანაც ფრთხილად იყავით. ინტუიცია კარგი გაქვთ და ამის მიხედვით იმოქმედეთ.

ლომი: თქვენ 22 ივლისიდან დაიწყება და მთელი თვე თქვენი დრო იქნება. მოემზადეთ. შარმიანი ხდებით, რომანტიკულ ურთიერთობებზე გადაერთვებით. ბიზნეს საქმინობისთვის და იდეების რეალიზებისთვის კარგი პერიოდია.

ქალწული: მიწის ნიშნებიდან ყველაზე წარმატებული თქვენ ხართ. იდეების რეალიზების, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები ჯერ კიდევ გაქვთ.

სასწორი: ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. ხელს გიშლით მეგობრული ურთიერთობები, რამაც შეიძლება მთავარი საქმეებიდან გადაგატანინოთ ყურადღება. სხვა მხრივ წარმატებული დროა - კონტაქტების, ახალი შეხვედრების, პროფესიული წინსვლის შანსები გაქვთ, საინტერესო და იღბლიანი კვირა გეწყებათ.

მორიელი: ვალდებულებების შესრულების და ფინანსური ვითარების გაუმჯობესების სურვილი გაქვთ, თუმცა რეალობა კარგად შეაფასეთ, ნუ იქნებით ზედმეტად შემტევი და პირდაპირი. თქვენი მეთოდები აკონტროლეთ, სხვანაირად შეიძლება საქმე გააფუჭოთ.

მშვილდოსანი: ერთ-ერთი კარგი პერიოდი იწყება. ყველა მხრივ საუკეთესო დროა, შანსები ყველა დონეზე გაქვთ, როგორც პირადი ისე პროფესიული კუთხით.

თხის რქა: საკმაოდ რთული პერიოდი გაქვთ. ძველმა შეცდომებმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ფარული მტრები, კონკურენტები გააქტიურდებიან, შეიძლება სასამართლოშიც კი გიჩივლონ კონკურენტებმა. ამიტომ ფრთხილად იყავით.

მერწყული: გრძნობთ რომ თქვენი დრო მოდის. საინტერესო შესაძლებლობები მოგეცემათ, თქვენი რეიტინგიც იზრდება საზოგადოებაში.

თევზები: პასუხისმგებლობა გმართებთ საკუთარი სიტყვებისა და მოქმედებების მიმართ, თუ ამ მხრივ იქნებით ყურადღებით, ყველაფერი გამოვა თუ არადა შეიძლება შეცდომები დაუშვათ. სულსწრაფობა არ გამოგადგებათ, თუ წინდახედული იქნებით ეს მომგებიანი იქნება თქვენთვის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება