სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში სწავლისა და ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საუბრობს - როდის მიიღებენ სკოლები რეკომენდაციებს?
19-07-2020
-
+


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სკოლებში სწავლისა და საბავშო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების შესახებ ისაუბრა. 


გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც, როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე ონლაინ-სწავლებას მოიცავს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება რეკომენდაციები, რომელიც სკოლებმა უნდა დაიცვან.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, იმის საფუძველი, რომ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე ვიფიქროთ, არ არსებობს, თუმცა მომზადება მიდის, რათა სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო. რეკომენდაციები დასრულდება ამ დღეებში და გამოქვეყნდება სკოლებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ და გლობალურად აღიარებულია, იქნება შერეული მოდელი, რომელიც, გარკვეულწილად, ონლაინ სწავლებასა და საკლასო სწავლებას ითვალისწინებს. ამდენად, ამ ორი მეთოდის ბალანსირებული გამოყენებით, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება.

ძირითადი პრინციპია - სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინ-კლასები, არის გარკვეული უნარ- ჩვევა, რომლის განვითარებაც ონლაინ-სწავლებით შეუძლებელია და ამას სჭირდება საკლასო პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია ონლაინ-მეთოდის გამოყენება, უნდა იქნეს გამოყენებული, ეს არის ზოგადი რეკომენდაცია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ბაღებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სკოლების შემთხვევაში, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე, აქ ბაღებიც მოიაზრება. როცა დაიწყება სწავლა, ბაღებთან დაკავშირებითაც ზოგადი რეკომენდაციები არის იგივე. აქ რა თქმა უნდა, ონლაინ-მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს იქ, სადაც იქნება ბაღი განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაც ვიცით რომ მუშაობს, ანუ ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები", - განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება