სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უცხოური ენის გამოცდის საკითხებსა და სირთულეზე ტესტირებიდან გამოსული პირველი აბიტურიენტები საუბრობენ - „მარტივი იყო, არ გამჭირვებია“
17-07-2020
-
+


დღეს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდებს აბარებენ. 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრიდან აბიტურიენტებმა გამოსვლა უკვე დაიწყეს.


„რუსული ვწერე, საკმაოდ მარტივი იყო. ორი მოსასმენი დავალება, ესე უნდა დაგვეწერა თემაზე, ნამდვილად ბედნიერი შეიძლება იყოს თუ არა ადამიანი, რომელიც სამშობლოში არ ცხოვრობს“ - გვითხრა აპლიკანტმა.

„ორი მოსასმენი დავალება იყო ინგლისურში. ერთი ლონდონის ტურზე იყო გიდი გეუბნებოდა რისი ნახვა შეგეძლო, მეორე მოსასმენი იყო ქველმოქმედებაზე. რაც შეეხება თემას, არ დამიწერია, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, უნდა გაუმარტივოთ თუ არა მოსწავლეებს სკოლაში ყოფნის პერიოდი - ამაზე იყო. საერთო ჯამში მარტივი იყო, არ გამჭირვებია. მოსასმენი დავალებები მომეწონა, კარგი იყო“ - გვითხრა გიორგიმ.

„სკოლაში ინგლისურად ვსწავლობდი და არ გამჭირვებია ნამდვილად, თუმცა მოსასმენი დავალებისას თავიდან ძალიან სწრაფად ლაპარაკობდა ის ქალი და ცუდად ისმოდა მერე უფრო გამოსწორდა ხმა. ესე იყო ისტორიის გაკვეთილები უნდა უტარდებოდეთ თუ არა მოსწავლეებს იმავე ისტორიულ ადგილებშიო. მესიჯი იყო კიდე ტექსტი მოცემული ლივერპულის სასტუმროზე და გეკითხებოდნენ რამდენ კაციანი ნომრები იყო, დედლაინი სადამდე იყო ყველა კითხვაზე პასუხი ტექსტში იყო და იმის მიხედვით უნდა დაგეწერა. მოსასმენი ტექსტები ერთი ლონდონის ტურზე იყო და მეორე ქველმოქმედებაზე“ - გვითხრა მარიამმა.

„მოსმენის ნაწილში 5 ტექსტი იყო, თითოეულიდან 2 შეკითხვა იყო და სავარაუდო პასუხებიც მოსმენით იყო, უნდა აგერჩია სწორი ვერსია. მარტივი ტექსტები იყო, კარგად ისმოდა და საკმაოდ ნელა კითხულობდა და არ გამჭირვებია დაწერა.  ტექსტი იყო კიდევ ჰარი პოტერის ავტორზე. როგორი იყო მისი ცხოვრება როგორ შრომობდა და რას მიაღწია. პარაგრაფები იყო მერე ჩამოთვლილი და შესაბამისი ტექსტი უნდა მიგეთითებინა. ესეს თემა იყო სად ჯობია უტარდებოდეთ ბავშვებს ისტორიის გაკვეთილი, საკლასო ოთახში თუ ისტორიულ ადგილებში“, - გვითხრა აბიტურიენტმა.

უცხოურ ენაში გამოცდა კიდევ ორ დღეს ჩატარდება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლეებს ჩინეთში შეკერილი ფორმები ეცმევათ - სამინისტრო დეტალებზე

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება