სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წიგნები, რომლებიც ზაფხულის არდადეგებზე ყველა კლასის მოსწავლემ უნდა წაიკითხოს - სია კლასების მიხედვით შეგიდგინეთ
16-07-2020
-
+


არდადეგები უკვე დიდი ხანია დაიწყო და საკმარისი დრო გავიდა ბევრი თამაში მოგესწრო. ახლა დროა განტვირთვა წიგნების კითხვასაც შეუხამო. დღის განმავლობაში დრო უნდა გამონახო ახალი პერსონაჟების გასაცნობად და ახალი საინტერესო თავგადასავლებში სამოგზაუროდ. 

ერთ-ერთი სირთულე წიგნის შერჩევაა - დროსაც მოითხოვს და სიზუსტესაც. არჩეული წიგნი ხომ ასაკთან შესაბამისი და საინტერესო უნდა იყოს. ჩვენ, როგორც თქვენმა საუკეთესო მეგობრებმა ვიზრუნეთ შენზე და ზაფხულში წასაკითხი წიგნების სია შეგირჩიეთ. ეს ჩამონათვალი კლასების მიხედვით არის შედგენილი.

დავიწყოთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წიგნებიდან: 

I კლასი

ნოდარ დუმბაძე - „მღერიან თუშის ბიჭები“, „სტუმარ-მასპინძელი“
იაკობ გოგებაშვილი - „დაკარგული ბავშვი“ „მუქთამჭამელა“
სულხან-საბა ორბელიანი - „კუ და მორიელი“ „ორმოში ჩავარდნილი მეფე“

II კლასი 

ქართული ხალხური ზღაპრები - „ნადირთა ძმობა“ „ხელმწიფის შვილის და ხელმწიფის ამბავი“
იაკობ გოგებაშვილი - „ჭკვიანი ძაღლი“ „სირცხვილის აშორება“
სულხან-საბა ორბელიანი - „აქლემი და ვირი“ „უტკბილესი და უმწარესი“

III კლასი

გურამ პეტრიაშვილი - „კაცი და ქარი“, „მევიოლინე და პატარა ჩიტი“
ვაჟა-ფშაველა - „მთის წყარო“
ქართული ხალხური ზღაპრები - „სიზმარა“

IV კლასი 

ეკატერინე გაბაშვილი - „ხატაური ჩემია“
ვაჟა-ფშაველა - „არწივი“, „ამოდის ნათდება“
ნოდარ დუმბაძე - Hellados

V კლასი 

ნოდარ დუმბაძე -  „ძაღლი“
კონდრატე თათარაშვილი - „მამელუქი“
ჰანს კრისტიან ანდერსენი - „თოვლის დედოფალი“
ასტრიდ ლინდგრენი – „პეპი გრძელიწინდა“ 

რაც შეეხება უფროს კლასელებს, აქ უკვე მეტად მრავალფეროვანი და დიდი არჩევანი გვაქვს. თქვენ კიდევ უფრო მეტად იცით, როგორი აუცილებელია კითხვა. ამიტომ სიიდან რიგითობის არჩევა მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა არჩევა. 

VI კლასი

ლადო მრელაშვილი - „იყალთოელი ბიჭები“
ვაჟა-ფშაველა  - „კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“
მაინ რიდი - „თეთრი თათმანი“
ჯეიმზ მეთიუ ბარი - „პიტერ პენი“ 

VII კლასი 

რევაზ ინანიშვილი - „გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა“
ანა კალანდაძე - „მოდიოდა ნინო მთებით“, „რა ვარ? სტვირი ვარ“, „ფეხი დამადგით“
ალფონს დოდე - „ტარასკონელის თავგადასავალი“
ჯერალდ დარელი – „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“

VIII კლასი 

გიორგი ლეონიძე - „ჩირიკი და ჩიკოტელა“, „მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი“
ნოდარ დუმბაძე - „მზიანი ღამე“
ჟიულ ვერნი - „კაპიტან გრანტის შვილები“
მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდით“

IX კლასი 

მიხეილ ჯავახიშვილი - „ჩანჩურა“
ართურ კონან დოილი - „ბასკერვილების ძაღლი“
მაინ რიდი - „უთავო მხედარი“

X კლასი 

გურამ დოჩანაშვილი - „ერთი რამის სიყვარული“, „ცალ-ცალკე ერთად“
ჯოან როულინგი - „ჰარი პოტერი“
აგათა კრისტი - „ბოლო სიკვდილია“

XI კლასი 

ჭაბუა ამირეჯიბი - „დათა თუთაშხია“
გი დე მოპასანი - „ლამაზი მეგობარი“
ერნესტ ჰემინგუეი - „მოხუცი და ზღვა“

XII კლასი  

გოდერძი ჩოხელი - „ადამიანთა სევდა“
ტოლკიენი - „ბეჭდების მბრძანებელი“
ჯეკ კერუაკი - „გზაზე“ 

დარწმუნებულები ვართ საქმე გაგიმარტივეთ, ამ ზაფხულს წასაკითხი წიგნები თქვენს მოწონებას დაიმსახურებს და შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებთ. ამით 2020-2021 სასწავლო წლის პირველი „წიგნიერების დღისთვის“ მოემზადებით. 
ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი Izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“ და პროექტი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებას უწყობს ხელს. izrune.ge-ს „წიგნიერების დღისთვის“ საინტერესო კითხვებს 77 მზრუნველი პედაგოგი ამზადებს და მოსწავლეებს საინტერესო ლიტერატურული თავგადასავალი ელით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება