სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არანაირი პროტესტი აბიტურიენტების მხრიდან არ ყოფილა“ - მინისტრის მოადგილე ეროვნული გამოცდების პროცესს აფასებს
16-07-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი ნახევარი უკვე გავლილია. „ჩვენი აბიტურიენტების თვითშეგნება დღითიდღე იზრდება“ -  საგამოცდო პროცესის მიმდინარეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეაფასა.

„ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად შუაში ვართ და გარკვეულად შეიძლება შევაჯამოთ გამოცდების მიმდინარეობა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დასაწყისშივე რომ პროცესი არის მოწესრიგებული, ჩვენი აბიტურიენტების თვითშეგნება დღითიდღე კიდევ უფრო იზრდება. დაახლოებით 20-30 წუთით ადრე საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია უკვე თავისუფალია და ისინი უკვე შესულები არიან საგამოცდო სივრცეებში. დაგვიანების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, წლიდან წლამდე ეს შემთხვევებიც გაუმჯობესებულია და რაც მთავარია, წლევანდელი წელი არის განსაკუთრებულად მოწესრიგებული. სოციალური დისტანცია არის დაცული და არანაირი პროტესტი აბიტურიენტების მხრიდან პირადი ჰიგიენის დაცვაზე, ადმინისტრატორის მხრიდან გარკვეულ მითითებებსა და მინიშნებებზე არ გვქონია. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობის მხრივ ორმხრივი გაგებაა, როგორც აბიტურიენტების, ისე ორგანიზატორების მხრივ.

რაც შეეხება უშუალოდ ცენტრების მოწესრიგებულობას, რასაკვირველია, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აბიტურიენტებისთვის ცალკე სივრცეები გამოყოფილი. მათთვის გამოყოფილია კომფორტული სავარძლები, სპეციალური სკამები. თითოეული აბიტურიენტის საჭიროება არის გათვალისწინებული.

ამასთან, იცით რომ ტემპერატურის შემთხვევაში ჩვენ ორი სხვადახვა სივრცე გვაქვს. ერთი არის 37.5-მდე ტემპერატურის მქონე აბიტურიენტებისთვის, მეორე უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე აბიტურიენტებისთვის. ორივე ეს სივრცე გახლავთ მოწესრიგებული და მათი დატვირთულობა არის მინიმალური“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

მისივე თქმით, ნაშრომები 48 საათიან საკარანტინო სივრცეს გაივლიან და მხოლოდ მერე მოხდება მათი გახსნა.

„მოგეხსენებათ წელს უჩვეულო გარემოა, არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის, ორგანიზატორებისთვისაც. თვითონ ნაშრომებსაც უჩვეულო კარანტინი მოუწია წელს. თითოეული ნაშრომი ორდღიან კარანტინს გადის, ხდება მათი დალუქვა. აქაც გვაქვს ჩვენ ჯანდაცვის სისტემის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, შესაბამისად ხდება კარანტინის პირობების დაცვა და 48 საათის შემდეგ არის შესაძლებელი ამ ნაშრომების გახსნა“, - განცხადა ნუნუ მიცკევიჩმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შუშანიკის წამება“ ქართულის გამოცდის მე-4 ვარიანტში - დეტალები

დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა - NAEC დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს 

10-10 წლიანი პატიმრობა ბაღებისა და სკოლების მშენებლობიდან მოპარული მილიონებისთვის - განაჩენი ცნობილია

სააგენტოს უფროსად 25 წლის ფეხბურთელი დაინიშნა - მორიგი საკადრო ცვლილება სამინისტროში

აკა მორჩილაძის „ობოლე“, არავითარი გივი გეგეჭკორი - ქართულის გამოცდის მესამე ვარიანტი

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას სკოლაში არაერთი აქტივობა მიეძღვნა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება