სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მორიელს ყველაფერი გამოსდის, ლომებს რთული პერიოდი აქვთ - 2 ზოდიაქოს ნიშანს შემდეგი კვირიდან პრობლემები ეწყება
13-07-2020
-
+


ეს კვირა ყველასთვის კარგია - პოზიტიური პროგნოზი აქვს მიხეილ ცაგარელს. მისივე თქმით, ტენდენციები შემდეგი კვირიდან გაუარესდება.

14 ივლისს ნუ აყვებით პროვოკაციებს - აქტიურები იქნებიან კუროები, სასწორები და თხის რქები. 15 ივლისს ხალხის მასაში ნუ გაერევით. 16 ივლისს კი ნუ იქნებით ცნობისმოყვარე და ნუ აჰყვებით აზარტულ თამაშებს. ხოლო 17 ივლისს ნაკლები ილაპარაკეთ, სხვებს მოუსმინეთ და თავისუფალი გრაფიკით გაიარეთ დღე.

თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი: 

ვერძი:
რთული პერიოდი გაქვთ, შეიძლება თავი იჩინოს ძველმა, დაუსრულებელმა ურთიერთობებმა და საოჯახო პრობლემებმა. საქმეშიც გაქვთ დამაბრკოლებელი ფაქტორები. ამიტომ მშვიდად გაიარეთ ეს დღეები და მოემზადეთ შემდეგი კვირისთვის. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერიდეთ.

კურო: პირველი ნახევარი კარგია, აქტიური და შარმიანი ხართ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელშეკრულებების დადება შეგიძლიათ. 16 ივლისიდან შეამცირეთ აქტიურობა. ამასთან, შემდეგი კვირა რთული იქნება და ამ დღეებში მოასწარით და დაასრულეთ საქმეები.

ტყუპები: ფლირტის დიდოსტატი ხართ. ახალი ნაცნობობის პერიოდია. ფინანსების მიზიდვაც შეგიძლიათ, კარგი ინტუიცია გაქვთ ამ კუთხით. საქმიანი შესაძლებლობებიც კარგი გაქვთ. დროსტარებისკენ მიდრეკილება დიდ ფულს, დროს და ენერგიას გახარჯინებთ, ამიტომ ფრთხილად იყავით და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ.

კირჩხიბი: ეს არის ბოლო, ყველაზე კარგი კვირა ამ თვეში. შემდეგ უკვე ენერგოტონუსი დაიწევს და შვებულებისთვს უნდა მოემზადოთ. ეს დღეები გამოიყენეთ პირადი ურთიერთობებისთვის, შარმი დიდი გაქვთ. შემოქმედებითი კუთხითაც კარგი დროა, იუმორიც დაგეხმარებათ.

ლომი: თქვენთვის ეს კვირა რთულია. შემდეგი კვირიდან უკეთესი პერიოდი დაგეწყებათ. ამ დღეებში მოერიდეთ ხალხის მასას. ჭორების, ინტრიგების, არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა მაღალია. აკონტროლეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან.

ქალწული: ერთ-ერთი წარმატებული დროა. აქტიური, ინიციატივიანი და ორგანიზატორული ხართ. რთულ საქმეებსაც გაუმკლავდებით. წარმატების მიღწევა შეგიძლიათ, მთავარია იაქტიუროთ.

სასწორი: ერთის მხრივ ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, მაგრამ საქმიანი კუთხით კარგი დროა. ყველაფერი გამოგდით. თან დაისვენეთ და თან საქმეებსაც მიხედეთ, თუ შეძლებთ ბალანსს, წარმატებული იქნებით.

მორიელი: ძალიან კარგი კვირა გაქვთ. შარმიანი, აქტიურები ხართ. ნებისმიერ უცხოელს მოხიბლავთ. ინტუიცია გაქვთ მაღალ დონეზე, ყველაფერი გამოგდით. ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ავტორიტეტი გემატებათ.

მშვილდოსანი: ახლა რთული პერიოდი გაქვთ, კამათისკენ მიდრეკილება მაღალია, ამიტომ მეტი თავდაჭერა გმართებთ. იუმორი და ოპტიმიზმი მოიხმეთ. შემდეგი კვირიდან „მზე თქვენთვისაც გამოანათებს“.

თხის რქა: ერთ-ერთი საუკეთესი პერიოდია. რომანტიული ურთიერთობები, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, პროფესიული წინსვლისთვის, წარმატების ფაქტორები თქვენს მხარესაა. ბევრი უნდა მოასწროთ ამ კვირაში, არ დაკარგოთ ეს დრო.

მერწყული: საკუთარი თავის იმედი გქონდეთ, სხვის იმედზე ნუ იქნებით. თუმცა გამოცდილი ადამიანების რჩევებს მოუსმინეთ. ოჯახური სტაბილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია შემდგომი წარმატებისთვის. ბევრი დაბრკოლება გექნებათ. შედეგი კვირიდან სასიკეთო პერსპექტივები გამოჩნდება.

თევზები: წარმატებული ხართ. იუმორი, შემოქმედებითი ნიჭი და მიმზიდველობა - საქმიანი კუთხით ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ. წარმატების შანსი ყველა დონეზე მაღალია, კარგად მოქმედებთ და იაქტიურეთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

შეიძლება თუ არა აღდგომას საფლავზე გასვლა და მისალმების მაგივრად 40 დღე რატომ ვამბობთ „ქრისტე აღდგა“  - პასუხი აქტუალურ კითხვებზე

რა უნდა ვიცოდეთ ვნე­ბის კვი­რის პა­რას­კე­ვის შესახებ და საიდან მოდის კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია

ბაკალავრები მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ - საკანონმდებლო ცვლილება კონკრეტულ წლებში გაცემულ დიპლომებს ეხება

როდიდან დამკვიდრდა პასქის ცხობის ტრადიცია საქართველოში და როგორი იყო პირველი ნუგბარი

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება