სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კოვიდ-19 საქართველოში სწავლის შეწყვეტის საშიშროებას ზრდის - გაეროს ბავშვთა ფონდი
11-07-2020
-
+


„სკოლების დროებითი დახურვა და შეზღუდული ინტერნეტი უფრო ამძაფრებს განათლების უთანასწორობას“, - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი და სკოლების დახურვით გამოწვეულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ამჯერად ნიქოზის რაიონში მცხოვრები ოჯახი ჩაწერა, სადაც ექვსი ბავშვი ცხოვრობს მაგან ოთხი კი დისტანციურ სწავლებაში იყო ჩართული.

პანდემიის დაწყებამდე ნიქოზში მცხოვრები მათე და მისი ძმა გიორგი ადგილობრივ მთასვლელთა შეჯიბრებებში იღებდნენ მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებულებიც იყვნენ. პანდემიის დაწყებამდე ისინი თბილისშიც აპირებდნენ ჩამოსვლას და რეგიონალურ შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ კორონავისრუსის გამო ღონისძიებები გაუქმდა.

ბიჭების დედა პელაგია, განიცდის მისი შვილებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების გაუქმებას, მაგრამ მისი წუხილი უფრო მეტად მისი ექვსი შვილის განათლების საკითხს უკავშირდება. სკოლები დაიხურა და მის შვილებს უწევთ სწავლა, თამაში, ისინი ყოველ დღე ვარჯიშობენ სახლში და ეზოში და პელაგიას თქმით, ეს მართლაც რთულია. თუმცა ისინი ცდილობენ...

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, საქართველოში COVID-19– ის დიაგნოზი პირველ პაციენტს თებერვალში დაუდგინდა, რის შემდეგაც მთავრობამ სკოლების დახურვის ჩათვლით მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა. მარტის ბოლოდან სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კი მოუწიათ შეცვლილ გარემოსთან ადაპტირება, ეს განსაკუთრებით რთული სოფელში მცხოვრებთათვის აღმოჩნდა, სადაც შეზღუდული ინტერნეტი და მობილური ტელეფონის მომსახურებაა.

როგორც პელაგია ამბობს, რომ მობილური ტელეფონი ოთხ შვილს უნდა გაუნაწილოს, რათა მათ ონლაინ გაკვეთილში მიიღონ მონაწილეობა. ამასთან, ინტერნეტის სიხშირე ხშირად ბავშვებს ყველა საჭირო რესურსზე წვდომის საშუალებას მაინც არ აძლევს.

„ჩვენ არ გვაქვს ინტერნეტი და არც კომპიუტერი. ვყიდულობ ინტერნეტის მეგაბაიტებს ჩემი მობილური ტელეფონისთვის, რომ კავშირი გვქონდეს. ვყიდულობ ყველაზე იაფ პაკეტს - დღეში 20 თეთრს ვიხდი, მაგრამ ყველა ფაილს მაინც ვერ ვხსნით რასაც ბავშვებს უგზავნიან.

ერთი ტელეფონი გვაქვს და 4 ბავშვს აქვს ამ დროს დისტანციური გაკვეთილი, ხშირად გაკვეთილები ემთხვევა ერთმანეთს და ძალიან გვიჭირს“, - ამბობს პელაგია,

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი აღნიშნავს, ასეთი უთანასწორობა ძალიან ნაცნობი და ჩვეულებრივი გახდა, რადგან მსოფლიოში მასშტაბით 1,2 მილიარდმა მოსწავლემ კორონავირუსის გამო სკოლაში სიარული შეწყვიტა და ციფრულ განათლების უთანასწორობაში აღმოჩნდა.

„მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამები იყოს ფართო სპექტრის და ყველა სკოლაში ყველა ბავშვი ინტერნეტით იყოს უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

პანდემიის დაწყებამდეც კი, საქართველოს სკოლაში იყო უთანასწორობა, რომელიც თავის მხრივ საყოფაცხოვრებო შემოსავლებს უკავშირდება. შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ნიქოზში სწავლის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. რეგიონში საშუალო განათლება მოსწავლეთა 68% მიიღო, მაშინ როცა დედაქალში საშუალო განათლებას 90% იღებს.

გაეროს ფონდის განცხადებით, მაშინაც კი, როდესაც სოფლად მყოფი  ბავშვები სკოლაში არიან, ოჯახის შემოსავლის უთანასწორობა ხშირად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულმა 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადად, ქალაქგარეთ მცხოვრები მოსწავლეების მაჩვენებლები უკეთესია, ვიდრე სოფლად მცხოვრების.

COVID -19-ის პანდემიის გამო მრავალ ოჯახს მიადგა ფინანსური ზარალი და სავარაუდოდ, ეს მონაცემები კიდევ უფრო გაუარესდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება