სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველი აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა - გოგონა ეროვნულ გამოცდაზე 7 ივლისს  გავიდა
10-07-2020
-
+


აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დილისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს დაემატა 5 ახალი შემთხვევა.დღევანდელი ერთი შემთხვევა გახლავთ გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სწორედ ამ შემთხვევამ მომიყვანა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გუშინ ჩვენ მიერ გვიან ღამით დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იმ საოჯახო კონტაქტების რიცხვიდან,რომელიც გუშინწინ ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. როდესაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევდა მასთან კონტაქტირებულ ადამიანებს, ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რომელიც 7 ივლისს გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე“,-განაცახადა ამირან გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საგამოცდო სეტორში, რომელშიც ეს აბიტურიენტი იმყოფებოდა დამატებით კიდევ 9 აპლიკანტი იყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, აღნიშნული აბიტურიენტები გამოცდებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ისინი ტესტებს სპეციალურად იზოლირებულ ოთახებში დაწერენ:

„ამისთვის არსებობდა პროტოკოლი მსგავსი სცენარისთვის მზად ვიყავით. აბიტურიენტები, რომლებიც შემხებლობაში იმყოფებოდნენ იმ აპლიკანტთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდების ჩაბარებას იზოლირებულ საგამოცდო ცენტრებში განაგრძობენ. ისინი ამჟამად დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეში იმყოფება და ყოველი გამოცდის წინ მათ PSR ტესტი ჩაუტარდებათ. ის აბიტურიენტი კი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის საგამოცდო პროცესს გამოეთიშება“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება