| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები დისტანციურად გააცილა. 20 მაისს სკოლაში სიმბოლური ზარი დაირეკა მე - 12 კლასელებისთვის სრულიად უცნაურ, განსხვავებულ ვითარებაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარეშე...
„ეჭვი არ გვეპარება, რომ არა პანდემია, ეს დღე იქნებოდა ნიჭიერების, შემოქმედებითობისა და უზადო ემოციების გამოვლენის შესაძლებლობა... მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე უმთავრესი მაინც, მშვიდობიანი, უსაფრთხო გარემოს არსებობაა...
„ესეც ჩაივლის“...
15 სექტემბერს კი, გიწვევთ ცოდნის ზეიმზე, რათა მოგეცეთ საშუალება პირველკლასელებს გადასცეთ ესტაფეტა ბედნიერი სასკოლო ცხოვრებისაკენ...
გილოცავთ და გლოცავთ საუკეთესო სურვილებით!
წარმატებული გზით იარეთ!
თქვენი ყველა ოცნება და სურვილი აგისრულდეთ!
იბრძოლეთ უკეთესი მომავლისათვის!...“- აღნიშნულის სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო, წელს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი ტრადიციული მეთოდით არ დარეკილა და არც თეთრი პერანგებით მისულან სკოლაში მოსწავლეები. თუმცა, წყავროკას საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს სკოლის დასრულება წერილით მიულოცა და სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება