სიახლეები
სიახლეები

ეროვნული გამოცდების პირველი დღე - ფოტოები და კომენტარები საგამოცდო ცენტრებიდან
06-07-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი ჩააბარეს. 

რეგისტრაცია ოცდაოთხივე საგამოცდო ცენტრში 8 საათზე, გამოცდა კი 9 საათზე დაიწყო. აბიტურიენტები საკუთარ რიგს, დისტანციის დაცვისთვის მონიშნულ სპეციალურ ადგილებზე ელოდნენ. გამოცდაზე პირბადეებით შევიდნენ, ტესტები კი დამცავი ფარით აღჭურვილ მაგიდებთან დაწერეს. საბოლოო ჯამში, ეროვნული გამოცდების პირველი დღის სარეგისტრაციო და საგამოცდო ნაწილმაც მშვიდ გარემოში ჩაიარა. 



როგორც ყოველ წელს, ტესტის სირთულეზე გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებები განსხვავებული იყო. ზოგს გაუადვილდა, ზოგს კი გაუჭირდა მშობლიური ენის ჩაბარება. გთავაზობთ, პირველი დღის შეჯამებას ფოტოებითა და კომენტარებით: 


აბიტურიენტების შეფასებები: 


„ესე იყო საშინელება. ტექნოლოგიების განვითარებამ ცუდად იმოქმედა თუ არა ადამიანზე. როგორც ფიქრობდი ის უნდა დაგეწერა, არგუმენტებიც მოვიშველიე. „ვეფხისტყაოსანიდან“ იმხელა იყო საკითხი, დამეზარა, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან დავწერე. 

შიგნით მშვიდი გარემოა. კონდიციონერი ჩართული არ გვქონია ისედაც არ ცხელოდა და პირბადის გარეშე ვწერდით“ - ამბობს ერთ-ერთი გამომცდელი, რომელმაც გამოცდა N39 სკოლის საგამოცდო ცენტრში დაწერა. 

რეზი: „ძალიან ადვილი იყო... იყო ტექსტის რედაქტირება, ესე, თხზულება... მე ნოდარ დუმბაძის თხზულება ავირჩიე; გრამატიკული ნაწილიც არ გამჭირვებია. ვინც ემზადებოდა, იმისთვის ძალიან მარტივია ამ გამოცდის ჩაბარება“.

„ვნატრობდი, „ვეფხისტყაოსნიდან“ არაფერი იყოს-მეთქი მაგრამ მაინც შემხვდა. მგონი, კარგად დავწერე. ესეს წერა იყო სასიამოვნო, სააზროვნო თემა იყო და არგუმენტების მოყვანაც ბევრის შეგეძლო. თავიდან რომ შევედი საშინელება იყო, დავიბენი თითქოს არაფერი მახსოვდა. მერე ნელ-ნელა მოვედი აზრზე. ფანჯარასთან ვიჯექი. ოთახში გრილოდა, კონდიციონერი არ ჩავართვევინეთ დამკვირვებელს. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ, კარგ ქულას ველოდები“ - ქეთი.

ლუკა: „ვნერვიულობდი. გარემო ცოტა სტრესული იყო, დამცავი ფარი, სადეზინფექციო, პირბადე... ყველაფერი ეს მაბნევდა, მაგრამ მგონი კარგად დავწერე - ყველა მეკითხება, ვეფხისიტყაოსანი თუ შემხვდა, მაგრამ მე ყურადღებაც არ მიმიქცევია, ეგრევე დუმბაძის თხზულება ავირჩიე. 6-6-ნი ვისხედით, არ ცხელოდა, უბრალოდ ცოტა დამთრგუმველი გარემო იყო“.

„მშვიდი გარემო იყო, ოთახშიც ძალიან ცოტა აბიტურიენტი იყო. ერთადერთი პრობლემა სიცხე იყო. ბევრს არ აწუხებდა, მაგრამ მე მართლა დისკომფორტი შემიქმნა, არ ვიცი ალბათ რომ ვნერვიულობდი უფრო მეტად მცხელოდა. ზოგადად ტესტი მართლა მარტივი იყო და საბოლოო ჯამში მაღალ ქულასაც ველოდები, ვნახოთ“ - გვითხრა 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულა აპლიკანტმა.

„საკითხი იყო “ვეფხისტყაოსნიდან” ავთანდილის და შერმადინის პირველის საუბარი, სანამ წავა ავთანდილი. ესე იყო ტექნოლოგიებზე, მოცემული იყო უარყოფითი კუთხით, თუმცა არ დავეთანხმე და არგუმენტად ილონ მასკის მაგალითი მოვიყვანე. ესეთი ძალიან კმაყოფილი ვარ“ - აცხადებს N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.

არაპროგრამული ნაწილიდან ნოდარ დუმბაძის “ნუ გააღვიძებ” შეგვხვდა. ესე ტექნოლოგიებზე იყო და კარგი იყო სამსჯელოდ. შეცდომები კი გავასწორე მაგრამ სულ რამდენი შეცდომა უნდა მეპოვა არ ვიცი, 14 ვიპოვე. უფრო რთულ გამოცდას ველოდი, ძალიან ვნერვიულობდი და საკითხები რომ ვნახე დავმშვიდდი, ჩემთვის მარტივი იყო და სასიამოვნო ტესტზე მუშაობა“ - გიორგი.

„საკმაოდ მარტივი მომეჩვენა ტესტი. დასაწერი თემებიდან ერთი ვეფხისტყაოსნიდან იყო, ავთანდილის და შერმადინის საუბარი, მეორე ნოდარ დუმბაძის მოთხრობა. მე პირადად ვეფხისტყაოსანს დუმბაძე ვამჯობინე. ესე იყო - ზღუდავს თუ არა ტექნოლოგიები ადამიანების განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს, რედაქტირება შუა საუკუნეების ეპოქაზე იყო. საერთო ჯამში მართლა არ ველოდი ასეთ მარტივ ტესტს. იმედი მაქვს, რომ მაღალ ქულას ავიღებ. გარემოს რაც შეეხება რა რეკომენდაციებიც იყო ყველაფერი იმის მიხედვით იყო“ - განაცხადა 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„ვაიმე, არაფერი მახსოვს... რა საკითხები შემხვდა არც ეგ მახსოვს, რა როგორ დავწერე, არ ვიცი.. ძალიან ვნერვიულობდი, არ შემიძლია, ვერ დაგეპარაკებით“ - მარი.

მშობლების მოლოდინი:  

როგორც მოსალოდნელი იყო, აბიტურიენტებს გულშემატკივრები წელსაც არ აკლდა. როგორი მოლოდინი აქვთ მათ აბიტურიენტებისგან?

„ჩემს შვილს ასე არაფერი გაუთვალისწინებია, ვთხოვე ადრე არ გამოხვიდე და ყურადღებით წერე-მეთქი და ბოლო წუთამდე ვდგავარ კართან და ველოდები. ვნერვიულობ, რა თქმა უნდა, არ დამელოდოო მითხრა, მაგრამ რა გამაჩერებს სახლში?!“  - ლია, მშობელი. 

„რეკომენდაციებს გავეცანი, მაგრამ არ ვიცავ, ხომ ხედავთ. მაინც მოვედი და ველოდები შვილს, რა ვქნა, სახლში ყოფნა არ შემეძლო“ - გვითხრა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა.

ასევე დაგაინტერესებთ: „რაიოოო! საყურეებზე გაწერინეს, დედა! გააუბედურეს ახალგაზრდობა“ - მშობლების შთამბეჭდავი მიგებება გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებს

მაშ ასე, ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ტესტირების პირველ დღეს  აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. 2 აბიტურიენტმა დააგვიანა, სარეზერვო სივრცეში კი 4 აპლიკანტი განთავსდა. ხოლო მაღალი ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს, ორივეს შემთხვევაში 38 გრადუსამდე ტემპერატურა დაფიქსირდა. 


გთავაზობთ ფოტოებს პირველი დღიდან:


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება