| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა.
ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო, ოლიმპიადის ჩატარების წელს, მონაწილეობას იღებს კონკრეტული საგნის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში, ოლიმპიადის მესამე ტურის მონაწილე, შესაბამისი ასაკის და კლასის/კლასების მოსწავლე ხდება საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატი. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა საგნების შესაბამისად დგინდება მინისტრის ან მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის 26-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
4. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატები საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე წარდგენის მიზნით შეირჩევიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურზე დაშვებულ მოსწავლეთა სიიდან.
5. ამ წესის მე-4 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების ვადაზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი