სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლის დაწყების შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე და ამირან გამყრელიძე კომენტარს აკეთებენ
02-07-2020
-
+


სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კომენტარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, სასწავლო წლის დაწყებას საფრთხე არ შეექმნება, თუ დღეს არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება.

„სასწავლო პროცესის დაწყებას წყვეტს საკოორდინაციო საბჭო. რამდენიმეჯერ განვაცხადე, რომ თუ ჩვენ შევინარჩუნებთ სექტემბრისთვის იმ ეპიდსიტუაციას რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ამ დღეებში მოგეხსენებათ ფიქსირდება ერთეული და ან 2 ათეული ახალი შემთხვევა ყოველდღიურად. ეს საფრთხეს არ წარმოადგენს არც ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის, არც სასწავლო პროცესის და არც სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ჟურნალისტებთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და აღნიშნა, რომ სექტემბერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე ნაადრევია. თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე შეუქმნის თუ არა, კორონავირუსის შემდეგ აღმოჩენილი ახალი ვირუსი საფრთხეს სასწავლო წლის დაწყებას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ახალი ვირუსის ისტორია და მასთან ბრძოლის გამოცდილება, თუმცა სამინისტრო ყველა იმ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, რომელსაც აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით გასცემს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

„გასაგებია, რომ ინტერესი მაღალია სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ძალიან ნაადრევი იქნება დღეს ვისაუბროთ სექტემბერთან სიტუაციასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ ეს არის საერთოდ ახალი ინფექციური დაავადება, მას არ აქვს ისტორია და ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, არ ვიცით პრევენციულად რა ზომების მიღება დაგვჭირდება. თუმცა, ისევე როგორც ეროვნული გამოცდების შემთხვევაში, თქვენ იცით რომ კონდიციონერის ჩართვა საერთოდ არ იყო რეკომენდირებული, მაგრამ განათლების სამინისტრომ იზრუნა და შეძენილია ახალი კონდიციონერებიც კი და თითოეული სექტორი აღჭურვილია კონდიციონერით. ამ ინფორმაციას ვაზუსტებ, რადგან იგივენაირად, ინფრასტრუქტურულად რა რეკომენდაციებიც იქნება გაცემული, იმაზე მაქსიმალური დაცვით შევეცდებით ვუზრუნველყოთ და თადარიგი დავიჭიროთ, რომ ჩვენი მოსწავლეების თუ სტუდენტების ჯანმრთელობა იყოს დაცული და დავახვედროთ უსაფრთხო გარემო.

როგორიც იქნება სიტუაცია და რეკომენდაციები, უწყება გიდასტურებთ მზაობას, რომ ჩვენ შევასრულებთ ყველა იმ საერთაშორისო რეკომენდაციას, რომელიც ასევე ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროსგან იქნება გაწერილი“, - განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება