სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეზოში ''ცარცით ხატვის ფესტივალი'' ჩატარდა
04-10-2016
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოსთან“ (,,World Vision Georgia”) ერთად, ახორციელებს ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროექტს მიუსაფარი ბავშვებისთვის. 

პროგრამის მიზანია სკოლის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვებისა და ახალგაზრდების საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია, მათ შორის მიუსაფარი ბავშვების (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების) სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათთვის აუცილებელი სასიცოცხლო და საბაზისო აკადემიური უნარების განვითარება და ასაკის შესაბამისი ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლისთვის მომზადება.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეზოში მიუსაფარი ბავშვების მონაწილეობით  ,,ცარცით ხატვის ფესტივალი” ჩატარდა, რომელშიც სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის, ქუთაისისა და  რუსთავის დღის ცენტრებში მყოფი მიუსაფარი ბავშვები, ამ შემთხვევაში კი, სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

ფესტივალს საფუძვლად დაედო მიუსაფარ ბავშვებთან ჩატარებული კვლევა, სადაც ბავშვებმა საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს სწავლასთან, არაფორმალურ განათლებასთან, საგანმანათლებლო/შემეცნებით ღონისძიებებთან   დაკავშირებით.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს მიესალმა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  ალექსანდრე ჯეჯელავამ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ დღის ცენტრების პროვაიდერი ორგანიზაციების ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოს“, ,,საქართველოს კარიტასი“ და ,,ბავშვი და გარემოს“  წარმომადგენლები. 

მომავალში ამ ბავშვებისთვის სხვა არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო, სახელოვნებო თუ,  სპორტული ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება