სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხაშურში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება
28-06-2020
-
+


პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მორიგი პროფესიული კოლეჯი ქალაქ ხაშურში შენდება. ამ დროისთვის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო დაწყებულ  სამშენებლო სამუშაოებს.

150 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო საგანმანთლებლო სტანდარტებთან. შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულ შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური სახელოსნოები.

გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი.

კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება,  როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება