სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„izrune.ge-მ ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
26-06-2020
-
+


ახალი პროექტი, ახალი შეთავაზება, ახალი გამოწვევა...  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ izrune.ge-მ განათლებული მომავალი თაობების აღზრდაში თავისი წვლილი შეიტანა და ამ საქმეს კვლავ აგრძელებს.

დღეს თბილისის სკოლების დირექტორები იმაზე საუბრობენ, როგორ დაეხმარა izrune.ge დისტანციური სწავლებისას და იმასაც აღნიშნავენ, რომ პროექტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი მნიშვნელობა თუ აუცილებლობა.

თენგიზ გულორდავა, ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ახლა უკვე თამამად შეგვიძლია იმაზე მსჯელობა, რა მოგვცა izrune.ge-მ და რა შედეგებზე გავედით. ორი აზრი არ არსებობს, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ izrune.ge იყო ერთადერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც ბავშვებს აძლევდა საშუალებას, არ ჩამორჩენილიყვნენ სასწავლო პროცესს. რაც უმთავრესია, izrune.ge-მ ყველაზე დიდი ფუნქცია აიღო საკუთარ თავზე - მშობელი დაუბრუნა ბავშვს, მშობელი დაუბრუნა სასკოლო ცხოვრებას! სკოლა-მშობელი-მოსწავლე - გააერთიანა. ზოგადად, თუ გინდა, სასწავლო პროცესში წარმატებას მიაღწიო, ეს წრედი უნდა შეიკრას, რაც izrune.ge-მ მოახერხა და შედეგიც თვალსაჩინოა - გვყავს ბევრი წარმატებული მოსწავლე, მშობლებიც კმაყოფილები არიან, რადგან მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს izrune.ge-ს ტესტირება და თავად ხდებიან მოწმე იმისა, თუ რა მიმართულებით  არის მათი შვილის ცოდნა მეტად გასაღრმავებელი. ესაა izrune.ge-ს დიდი დამსახურება, ჩვენც წარმატებით ვმეგობრობთ პროექტთან; მით უმეტეს, ვიცი, კიდევ ბევრი მიზანი აქვს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს დასახული და დარწმუნებული ვარ, izrune.ge-სთან ერთად, უდიდეს წარმატებას მივაღწევთ.



პაატა ჩორგოლაშვილი, თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - ჩვენი მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტში და შედეგიც სახეზეა - ჩვენი სკოლის ბევრმა კლასმა  წარმატებით დაასრულა სასწავლო წელს; შეუძლებელია, არ აღვნიშნო ამ ყველაფერში კლასის დამრიგებლების როლი, რომლებიც ყველანაირად უწყობდნენ ხელს მოსწავლეებს, არანაირი დაბრკოლება არ შექმნოდათ და ტესტებიც წარმატებით გაევლოთ.

გარდა ამისა, izrune.ge ძალიან კარგი საშუალება იყო დისტანციური სწავლების თვალსაზრისითაც, იმიტომ, რომ სანამ ამ ონლაინ-რეჟიმზე გადავიდოდით, მშობელი და ბავშვი პროექტის ტესტებზე ერთობლივად მუშაობდა და ეს მათ დაახლოებას უწყობდა ხელს; ბავშვებმა კი კარგად იცოდნენ, როგორ შეესრულებინათ ონლაინ-დავალებები, ასე რომ, izrune.ge-მ ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში ყოველმხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ამისთვის დიდი მადლობა პროექტს, მის ხელმძღვანელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.





ლია თუშური, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - თავდაპირველად, ჩვენ რომ izrune.ge-ს დავუმეგობრდით, ვერც წარმოვიდგენდით, ასეთი საჭირო და მეტსაც გეტყვით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი თუ იქნებოდა - ბავშვები მიჩვეულები არიან საკუთარი ცოდნის მონიტორინგს, გადიან ტესტებს, იძიებენ საჭირო ინფორმაციას, მეტად ურთიერთობენ მშობლებთან... ამ ყველაფრის გამო, ყოველთვის ძალიან მოგვწონდა izrune.ge-სთან ურთიერთობა, მაგრამ შემდგომ, დისტანციური სწავლების პირობებში, ყველა ალტერნატიულმა მეთოდმა, ყველა ალტერნატიულმა გზამ შეიძინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა და რა თქმა უნდა, izrune.ge ამ მხრივ უპრეცედენტოა. ბავშვებს დიდ მოტივაციას აძლევს წოდება, რომელიც კლასს ენიჭება, ჩნდება ჯანსაღი კონკურენცია, აქტიურად არიან ჩართულები მშობლები, მასწავლებლებიც ცდილობენ, ბავშვებს საჭირო მასალა მიაწოდონ. ჩვენ მეგობრობის პერიოდი რომ შევაჯამოთ izrune.ge-სთან, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ და ვგეგმავთ ამ ურთიერთობების მეტად გაღრმავებას.



ნინო ჯაბანიშვილი, თბილისის N11 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - izrune.ge-მ თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსწავლეებს დისტანციურად მუშაობის, ონლაინ-დავალებების შესრულების დიდი გამოცდილება მისცა და შესაბამისად, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ტესტებს მუდმივად გადიოდნენ, ძალიან გაუადვილდათ სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადასვლა. კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობა, არაფორმალურ გარემოში გარკვეული დავალებების შესრულება, საკუთარი ცოდნის მონიტორინგი და რაც მთავარია, დროის ლიმიტის სწორად გამოყენება... ეს ყველა უნარი მოსწავლეებს სწორედ izrune.ge-ს საშუალებით გამოუმუშავდათ, განსაკუთრებით დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. ზოგადად, არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისთვის.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რამდენ გაცდენაზე ინიშნება გამოცდა - აქტუალურ კითხვებს emis პასუხობს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

დაფინანსების წესსა და პირობებში ცვლილებები შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

ფიროსმანის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 2 მოსწავლისთვის დაირეკა 
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებმა ბოლო საზეიმო  ღონისძიება გამართეს 

ოროჯალარის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 11 მოსწავლისთვის დაირეკა 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება