სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3 წლის წინ, „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი ბათუმში შედგა
24-06-2020
-
+


ზუსტად, 3 წლის წინ, 2017  წლის, 24 ივნისს საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“-ის ინტელექტ-ჩემპიონატის გრადიოზული ფინალი შედგა. ღონისძიება 2016-2017 სასწავლო წლის ციკლის დაგვირგვინება გახლდათ და ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდა.

საფინალო ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა.

1176 კაცზე გათვლილმა საზაფხულო თეატრმა, 2000-ზე მეტი მაყურებელი დაიტია. ხალხმრავლობის გამო ღონისძიებას გულშემატკივრების ნაწილი ფეხზე მდგომი ადევნებდა თვალს. „ეტალონის“ საზეიმო ფინალს საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი ესწრებოდა.  

გრანდიოზულ ღონისძიება-კონკურსზე 83 მონაწილეს შორის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაილაშის სკოლის მოსწავლე ვახტანგ ჩაჩხიანი გახდა. ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

2017 წლის „ეტალონი“ მოსწავლე ვახტან ჩაჩხიანი დღეს უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია და როგორც ახლა იხსენებს „ეტალონის“ ფინალზე მიღებული ემოციები მისთვის დღემდე წარუშლელია. ჩაჩხიანი პროექტში მონაწილეობას ყველა მოსწავლეს ურჩევს:

„ეტალონის ფინალს რომ ვიხსენებ ახლაც ისეთივე ემოცია მეუფლება, როგორიც მაშინ მქონდა, როცა გამარჯვებულად ჩემი სახელი დაასახელეს. ძალიან გახარებული და აღფრთოვანებული ვიყავი. ვფიქრობ, ჩემს წარმატებაში „ეტალონმა“ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, პირველ რიგში, უფრო მეტად ამიმაღლა მოტივაცია, უფრო მეტი შესაძლებლობა გამიხსნა და ფართო ასპარეზი მომცა განვითარების თვალსაზრისით.

მოსწავლეებს ვურჩევდი აუცილებლად მიიღონ „ეტალონში“ მონაწილეობა. ეს არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ეხმარება, შანსს აძლევს, რომ თავიანთი თავი ფართო საზოგადოებას გააცნონ. მნიშვნელოვანია ისწავლონ და ეს ცოდნა ყველა საშუალებით გამოავლინონ, „ეტალონი“ კი მათ სწორედ ამის საშუალებას აძლევს მათ“ - აღნიშნავს ვახტანგ ჩაჩხიანი.

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების გარეშე არ ჩაუვლია. საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ -  ცაგერის ესთეტიკური აღზრდის ცენტრთან არსებული ქართული ცეკვის სახალხო ანსამბლი „ლეჩხუმი“; ასევე ბათუმელმა მომღერლებმა მზია გოგიტიძემ და გელა გათენაძემ შეასრულეს სიმღერა „ახალი ბათუმი“, მაყურებლის წინაშე წარსდგა ქობულეთელი ბექა გუნთაიშვილი, რომელმაც ლექსი „საქართველო“ წაიკითხა.



„ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინტელექტ-შეჯიბრის საზეიმო ფინალზე ხალხმრავალი სელფი გადაიღო. 


ღონისძიების პარტნიორები იყვენენ: ქალაქ ბათუმის მერია და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.

იხილეთ ვიდეო: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება