სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო უშიშროების მიერ აბიტურიენტების დაშინების ფაქტებზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
24-06-2020
-
+


ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო უშიშროების მიერ აბიტურიენტების დაშინების ფაქტებზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კვლავ გრძელდება ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევა, სკოლის მოსწავლეებსა თუ პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

"2020 წლის 18 ივნისს მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, ოკუპირებულ ახალგორში დეფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ აბიტურიენტების დაშინების ფაქტებზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. კვლავ გრძელდება ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევა, სკოლის მოსწავლეებსა თუ პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა", - აცხადებს ომბუდსმენი.

როგორც ლომჯარია განცხადებაშია ნათქვამი, ოკუპირებული ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის შედეგად, ოკუპირებულ ახალგორში ყოველწლიურად იკლებს სკოლის მოსწავლეების რაოდენობა.

"2017 წლის შემდეგ ოკუპირებული ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აკრძალულია ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება. ეს ფაქტი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნაზე, ისე განათლების ხარისხზე. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის შედეგად, ოკუპირებულ ახალგორში ყოველწლიურად იკლებს სკოლის მოსწავლეების რაოდენობა. მშობლიურ ენაზე განათლების უფლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს.

ამჟამად ახალგორის რაიონში მოქმედი 7 სკოლიდან მხოლოდ 6 სკოლაში ისწავლება ქართულად და ისიც მხოლოდ მე-7 კლასიდან მე-11 კლასამდე. დანარჩენ შემთხვევებში, ქართულ ენას მხოლოდ კვირაში ხუთი საათი ეთმობა. 2019 სასწავლო წელს 4 სკოლას საერთოდ არ ყავდა პირველკლასელები.

განათლების უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა. ის განმტკიცებულია როგორც გაეროს, ასევე ევროსაბჭოს შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებებში. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი ვრცლად საუბრობს განათლების უფლებაზე და მის მიზნებზე, რომლის მიხედვითაც, განათლება მიმართული უნდა იყოს „ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისკენ“ და „განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას“ - აღნიშნავს ლომჯარია.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განაგრძოს პროაქტიული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტების განათლების უფლების დაცვის მიზნით; გაგრძელდეს, ოკუპირებული ახალგორის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, მათი საჭიროებების მიხედვით, საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება; ვინაიდან, დღეს არსებული მდგომარეობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებს.

მისვე თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესში, რათა მუდმივი ყურადღება იყოს მიმართული ოკუპირებულ რეგიონებში განათლების უფლების დაცვაზე. ეს უკანასკნელი კი, შეუძლებელი იქნება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვითი მისიების მუშაობის აღდგენისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება