TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა დაავალა განათლების სამინისტრომ რესურსცენტრებს? - მარიამ ჩიქობავას მიმართვა სკოლის დირექტორებს
22-06-2020
-
+


სკოლებში დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სწავლის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით სხვადასხვა მოდელზე მუშაობა იწყება, რომელიც ყველა სკოლაში განსხვავებული იქნება - აღნიშნულის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა აღნიშნავს.

მისი ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის უსაფრთხოდ განახლებასთან დაკავშირებით რესურსცენტრებთან შეხვედრები დაიწყო.

„ძვირფასო დირექტორებო, გაცნობებთ, რომ ყოველკვირეული შეხვედრა მაქვს რესურსცენტრების უფროსებთან. ამჟამად ყველა რესურსცენტრს დავალებული აქვს, რომ იმუშაოს თქვენთან ახალი სასწავლო წლის უსაფრთხოდ განახლების დაგეგმვაზე. პირველ რიგში ეს ეხება სწავლების ორგანიზებას: სხვადასხვა მოდელის დამუშავებას (დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურებისთვის), რომელიც, ცხადია იქნება ყველა სკოლაში განსხვავებული. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მოსწავლეთა რაოდენობაზე, ფართის სიდიდეზე, მასწავლებლების კომპენტენციაზე, საგნის ბუნებაზე, კლასისა და მშობლების მიმღებლობაზე და ა.შ. ყველა რესურსცენტრს გადაგზავნილი აქვს ალტერნატივები/მოდელები, რომლებიც გამოიყენეს სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა საჭიროა, თქვენი მზაობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმოთ სწავლა-სწავლების პროცესი კონკრეტული საათობრივი ბადით და საგაკვეთილო ცხრილებით.

და კიდევ, რესურსცენტრების უფროსებთან ერთად ასევე ვიხილავთ მოსწავლეთა შეფასების სისტემის ცვლილებას. ეს იდეაც პრეზენტაციის სახით (თავისი სამსჯელო კითხვებით) მიწოდებული აქვთ რესურსცენტრებს და გთხოვთ, თქვენც იაქტიურეთ, იკითხეთ, მოითხოვეთ და იმსჯელეთ და მოგვაწოდებთ მოსაზრებები რისკებთან და ბენეფიტებთან დაკავშირებით. თქვენზე უკეთ ვერავინ გვეტყვის, რა და როგორ სჯობს", - აცხადებს მარიამ ჩიქობავა.

დაბოლოს, რა თქმა უნდა, კიდევ იქნება ინსტრუქციები სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ განახლებასთან დაკავშირებით (ვგულისხმობ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს: თერმოსკრინინგი, რეფერირება, სანიტარული წერტილების დასუფთავება, ქცევის წესები და სხვა). თუმცა, სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების დაგეგმვაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია და გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ თქვენს რესურსცენტრთან ერთად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება