| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდის თარიღი მალე გახდება ცნობილი. აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა.
„მარტის დასაწყისში ვგეგმავდით ტესტირების დაწყებას და სერტიფიცირების ჩატარებას, თუმცა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის გამო გადაიდო და გაუქმდა ეს თარიღები. ახლა ისევ აქტუალურია ეს საკითხები, ვინაიდან ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა და სულ ცოტა ხანში გვექნება კონკრეტული თარიღები, რომელსაც სამინისტრო გამოაცხადებს“, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა პირველი არხის რადიოს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე 2 300-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გამოცდა კი 6 და 7 მარტს იყო ჩანიშნული.
იხილეთ ასევე:
საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების საგამოცდო პროგრამა დამტკიცდა - გაეცანით დამხმარე ლიტერატურას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში საოცარი საშემემოდგომო განწყობა დატრიალდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა