სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თეატრების, მუზეუმებისა და სხვა შემოქმედებითი სფეროსთვის კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდა
27-06-2020
-
+


შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების ზოგადი რეკომენდაციები შემუშავდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაციებმა შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების და კულტურული ღონისძიებების გამართვის ყველა ეტაპზე მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით:

შენობაში/ტერიტორიაზე აუცილებელია პირთა ნაკადის კონტროლი-  ვიზიტორები დაიშვებიან მხოლოდ პირბადით და სოციალური დისტანციის დაცვით; დახურულ შენობებში მდებარე საექსპოზიციო დარბაზში ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია ერთი ადამიანი. გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არუნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა ათს; ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიო გიდის ყოველი გამოყენების შემდეგ აპარატურას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაიშვება სამი ადამიანი, სოციალური დისტანციის დაცვით.

დახურულ სივრცეებში თეატრების, ორკესტრების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, საბალეტო დასების, გუნდების და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების სარეპეტიციო საქმიანობის მიმართულებით შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად:

რეპეტიციები წინასწარ შემუშავებული გრაფიკით უნდა ჩატარდეს და მას ათი ადამიანი უნდა დაესწროს. სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს; ცვლებს შორის ინტერვალი კი მინიმუმ 1 - 1,5 საათს. ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით; რეპეტიციები, კონცერტები და სპექტაკლები მინიმალური რეკვიზიტით ჩატარდება. გამოყენებული რეკვიზიტსა და აპარატურას დეზინფიცირება დადგენილი წესით უნდა ჩაუტარდეს. გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯის განთავსებისას, დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია; ასევე უნდა მოხდეს მსახიობების მიერ გამოყენებული საგრიმიორო ნაკრებისა და კოსტუმების დეზინფიცირება.

რეკომენდაციები ღია სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების შესახებ:

ღია სივრცეებში ღონისძიებების ჩატარების დროს ტერიტორია წინასწარ უნდა დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო (2 მეტრი) დისტანციის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი გამოყენებული უნდა იყოს დამცავი ბარიერები. მაყურებელთა სივრცისგან სპეციალური დამცავი ბარიერით, უსაფრთხო მანძილის მითითებით უნდა იქნას გამოყოფილი სცენა. სასცენო აპარატურა და მიკროფონები სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ასევე ღონისძიების შემდეგ.

კულტურის დახურული სივრცეებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აკრძალულია შენობაში სტუმრების შესვლა ნიღბების გარეშე. ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისას მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ელექტრონული სისტემა, ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით კი პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი. მოლარე აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან უნდა განთავსდეს ხელის სადეზინფექციო საშუალებები. სასცენო სივრცეში მინიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დეკორაციები და რეკვიზიტები; სტუმართათვის განკუთვნილი ადგილების გადანაწილება უსაფრთხომანძილის დაცვით უნდა მოხდეს. ღონისძიება ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე უნდა გაიმართოს და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შესვლისა და შენობის დატოვების დროს. არ არის რეკომენდირებული სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.

ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების, შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება კულტურის ორგანიზაციებს მოემზადონ გახსნის ეტაპისთვის და შემოქმედებითი საქმიანობა უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით განახორციელონ.

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეროვნულებზე არჩევით საგნებს შესაძლოა კიდევ ერთი გამოცდა დაემატოს

რესურსცენტრების ხელმძღვანელები მასწავლებლებად ისევ დასაქმდებიან (?) - გამონაკლისზე სამინისტრო მუშაობს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სახალისო და საინტერესო აქტივობამ კიდევ ერთხელ დაანახა პატარებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შეგრძნების ორგანოები

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ვიზუალურად აღექვათ ვულკანის მუშაობის პრინციპი

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება