| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკის N1 საჯარო სკოლაში ტრენერ-მასწავლებლის, იამზე მსხვილიძის ინიციატივით რამდენიმე კლასში ონლაინ ღონისძიება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი იყო მიძღვნილი.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი მომზადებული პრეზენტაციები, შემდეგ გაიმართა ვიქტორინა „ყველაზე ჭკვიანი“; „ტვინების ორთაბრძოლა“, მხატვრული კითხვის კონკურსი, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და გადაეცათ ონლაინ სერტიფიკატები.
„ეს დღე ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, აღნიშნულმა ღონისძიებამ კი მოსწავლეებს შესძინა მრავალფეროვანი ცოდნა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ზოგადად, ქვეყნის შესახებ.
ღონისძიებები გაიმართა მერვე, მეცხრე და მეათე კლასებში. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ და ჟიურის ფუნქციებს ინაწილებდნენ სკოლის დირექტორი რიმა მკოიანი, რუსული ენის მასწავლებელი მარინა კრჯაციანი, ქართული ენის მასწავლებელი-ანა პაპიკიანი და მოწვეული სტუმარი ვარევანის საჯარო სკოლის ტრენერ-მასწავლებელი ნინელი გოგოლაძე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას