სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სარფში 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
01-09-2017
-
+


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საძირკველი, - ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობა ავრცელებს.

კაფსულის ჩაგდების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა, აჭარის მთავრობის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

''დღეს სარფში, საზღვართან ახლოს კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი რეგიონისთვის, უშუალოდ ამ სოფლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ 250-მდე ბავშვი ისწავლის ახალ სკოლაში. თანამედროვე სტანდარტებით აგებული სკოლა იქნება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა ჩვეულებრივი მოედანი როგორც გარეთ, ასევე შიდა პერიმეტრზე. სკოლა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. პროექტში 2 მლ ლარამდე თანხა იხარჯება. და სულ რაღაც 1 წელიწადში ჩვენ გვექნება ახალი თანამედროვე სკოლა. მინდა თითოეულ სარფელს მივულოცო ახალი სკოლის მშენებლობა''- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სარფში სამსართულიანი სკოლა აშენდება. სკოლას ექნება შიდა სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. ასევე, განთავსდება სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. სკოლა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მოეწყობა პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. დამონტაჟდება ლიფტი, კეთილმოეწყობა ეზო და ღია სპორტული მოედანი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 759 000 ლარით.



2017 წლის მდგომარეობით, სარფის საჯარო სკოლაში 137 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის - 9 პირველკლასელი. სკოლაში დასაქმებულია 25 პედაგოგი.

ლაზეთის სოფლებს შორის, სარფი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ამ სოფელში 1925 წლის 1-ლ სექტემბერს გაიხსნა. 1939 წელს დაწყებითი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1954 წელს კი აშენდა ახალი კორპუსი სკოლისთვის. წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სარფის სკოლის რეაბილიტაცია, თუმცა მაღალი ტენიანობის გამო სკოლის პირველი სართული გამოუსადეგარი იყო სასწავლო პროცესისთვის.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. მშენებლობის დასრულებამდე მოსწავლეები კვარიათის საჯარო სკოლაში გადანაწილდებიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

პედაგოგების შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა - რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს ეხებათ მინისტრის ბრძანება

სავალდებულოა თუ არა 15 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვებისთვის სკოლაში შესვლა - მინისტრის მოადგილე განმარტავს

მასწავლებელთა 6 ახალი სტანდარტი, კომპეტენციები და დაზუსტებები ცნობილია - დოკუმენტი

მასწავლებლის ეთიკის კოდექსი დამტკიცდა - ახალი ვალდებულებები და რეგულაციები პროფესიული განათლების პედაგოგებს ეხება

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა 13 მარტს გაიმართება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება