სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა კაზრეთის N2 სკოლის მოსწავლე მურო ექიზაშვილი გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ისწავლის
26-05-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლას მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) მეხუთე გამარჯვებული ჰყავს!

XI კლასის მოსწავლე მურო ექიზაშვილი 2020 წლის ფინალისტია და ერთი წლით სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.

„FLEX პროგრამის შესახებ პირველად ჩემი თანასკოლელებისგან შევიტყვე, რადგან სკოლას პროექტის არაერთი ფინალისტი ჰყავს. როდესაც ასაკის კრიტერიუმებში მოვხვდი, პირველივე ცდაზე გავედი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 14 წლის ვიყავი, თუმცა უშედეგოდ. არც შემდეგ წელს გამიმართლა. 3 წლის განმავლობაში, ყოველ შემდეგ წელს, ახალ ეტაპზე გადავდიოდი. ამ წელს ბოლო შანსი მქონდა და საბოლოოდ გავიარე ყველა ეტაპი, რომელიც საკმაოდ კომპლექსური აღმოჩნდა - მოიცავდა ტესტირებებს, თემების წერას, ინტერვიუს, ჯგუფურ სამუშაოს. შედეგად, 80 ქართველ ფინალისტს შორის ვარ, რომელიც 2020-21 სასწავლო წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გავატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, მომდევნო ერთი წელი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო, თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე იქნება, ამ პროგრამამ უკვე შეცვალა ძალიან ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო ამ ცხოვრების ეტაპზე უმთავრესი მიზანი, რომელმაც მასწავლა, რომ ხან მოიგებ, ხან კი - ისწავლი. პროექტმა რეალურად დამანახა, რომ არასდროს არ უნდა დანებდეს ადამიანი, იპოვოს საკმარისი ენერგია საკუთარ თავში და იბრძოლოს“,- ამბობს მურო ექიზაშვილი.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება