სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წესები, რომლებიც უმაღლესმა სასწავლებლებმა სასწავლო წლის ბოლომდე უნდა დაიცვან
30-05-2020
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასწავლო პროცესის განხორციელების წესი განესაზღვრათ.

დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს და ძალაში 23 მაისს შევიდა აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხიმსგებელი თავიდან ბოლომდე უნივერისტეტია.

Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების წესებს:

ა) სასწავლო პროცესი წარიმართოს დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

შენიშვნა: დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდებულია, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, თითოეულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უზრუნველყოს ელექტრონული სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევა და გამართულად გამოყენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა;

გ) უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ  უზრუნველყოს დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობა, ელექტრონული სწავლების შერჩეული აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენების გზით;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძველზე შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებული გამოცდები წარმართოს არადისტანციური ფორმით;

ე) ამ პუნქტით დადგენილი წესით სწავლის წარმართვის პროცესში სტუდენტებთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების გათვალისწინებითა და მათი პირადი სივრცის პატივისცემის პრინციპის დაცვით;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების საქმიანობა (მათ შორის, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) განხორციელდეს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა);

ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი აგრძელებს მუშაობას დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების დაცვით;

თ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი;

ი) ამ პუნქტით გათვალისწინებული ფორმით სწავლის წარმართვის პერიოდში სტუდენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


იხილეთ ასევე: რეკომენდაციები, რომლებიც უმაღლესმა სასწავლებლებმა გამოცდებისა და სასწავლო პროცესის აღდგენისას უნდა დაიცვან - ვისთვის განახლდება სწავლა?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება