სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეკომენდაციები, რომლებიც უმაღლესმა სასწავლებლებმა გამოცდებისა და სასწავლო პროცესის აღდგენისას უნდა დაიცვან - ვისთვის განახლდება სწავლა?
21-05-2020
-
+


„უნივერსიტეტებს ეძლევა შესაძლებლობა შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპამდე, ნებაყოფლობით, საკუთარი არჩევანის საფუძველზე, ის სასწავლო კურსები, რომლებიც პრაქტიკულ კომპონენტსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს მოიცავს, საუნივერსიტეტო სივრცეში ინტენსიურ რეჟიმში ჩაატარონ“ -  აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა რექტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამისათვის უმაღლესებმა ცალკეული ლაბორატორიების მზაობა უნდა დაადასტურონ.

„კერძოდ, უნივერსიტეტები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სპეციალური შემოწმების შედეგად ექსპერტებისაგან მიიღონ ნებართვა განსაზღვრულ სივრცეებში სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ. იგივე წესი გავრცელდება სახელოვნებო და შემოქმედებით მიმართულებებზე, რომლებიც პრაქტიკული კომპონენტების ჩასატარებლად საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებას გადაწყვეტენ“, - განმარტა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, თუკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინალური გამოცდების ჩატარებას შიდა საგამოცდო სივრცეებში გადაწყვეტენ, უსაფრთხო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ. ასევე, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ფორმატი და თარიღი უნივერსიტეტებმა თავად უნდა განსაზღვრონ სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე. 

ჯანდაცვის სამინისტრომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრებისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ: 

ვალდებულებები სასწავლო ლაბორატორიებისთვის:

  • პედაგოგები სამუშაო ადგილას გამოცხადნენ წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით;
  • სამუშაო ფართის ყოველ 5მ2 ფართობზე დაუშვით მხოლოდ 1 (ერთი) ადამიანი;
  • პედაგოგები და სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;
  • გამოიყენეთ პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ცვლებში მუშაობის რეჟიმი;
  • ინტენსიურად გამოიყენეთ ბუნებრივი ვენტილაცია;
  • უზრუნველყავით სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
  • არ დაუშვათ სამუშაო სივრცეში პედაგოგები და სტუდენტები, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე,
  • აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალების გარეშე, მათ შორის: ნიღაბი; ხელთათმანი; სახის დამცავი ფარი; საჭიროების შემთხვევაში, ბახილები; სპეც. ტანსაცმელი/ხალათი;
  • უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.
ვალდებულებები საგამოცდო ცენტრებისთვის:

  • გამოცდაზე სტუდენტების მიღება უზრუნველყავით იმგვარად, რომ დაკავებული იყოს სამუშაო ფართის 50%;
  • მაგიდების განლაგებისას გამოიყენეთ პრინციპი: სამუშაო სივრცის ყოველ 5მ2 ფართობზე დაუშვით მხოლოდ 1 (ერთი) ადამიანი;
  • არ დაუშვით საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;
  • სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსოთ ერთმანეთის პირისპირ;
  • საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენეთ ცვლებში მუშაობის რეჟიმი;
  • ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარული შესვენება;
  • უზრუნველყავით საგამოცდო დარბაზის შესასვლელში ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
  • უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.
პედაგოგთა და სტუდენტთა ვალდებულებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები სასწავლო ორგანიზაციის სივრცეში;
  • გამოიყენეთ სრულად ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
  • ჩაიტარეთ ხელების ადეკვატური ჰიგიენა (სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებების გამოყენება იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა. ხილული დაბინძურების, ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას ხელების წყლითა და საპნით დაბანა სავალდებულო წესით);
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმის სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება