სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კორტოხის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს უნივერსიტეტის ლექტორი სკოლის დამთავრებას ულოცავს
22-05-2020
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის კორტოხის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს გორის უნივერსიტეტის ლექტორი თამარ ნასყიდაშვილი სკოლის დამთავრებას ულოცავს.

თამარ ნასყიდაშვილი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან კორტოხის სკოლაში იყო მივლენილი 2 წლის წინ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. სწორედ აქედან იცნობს სკოლის მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებს.

„მიუხედავად დღევანდელი სიტუაციისა, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, სწორედაც რომ საგანგებოდ და განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს დღევანდელი დღე მეთორმეტე კლასელებისთვის. უკვე დიდი ბავშვები, დღეს გადიან ცხოვრების ახალ ეტაპზე და ამ დროს,მათ ყველაზე უკეთ გაიცნობიერეს, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოულოდნელ გამოწვევებს.

ვულოცავ ყველა მეთორმეტე კლასელს და განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივულოცო ეს დღე მაღალმთიანი აჭარის-კორტოხის საჯარო სკოლის, ასევე საოკუპაციო ზოლთან მყოფი დვანის საჯარო სკოლის, კაზრეთისა და გურჯაანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს შემდგომი წარმატებების და წინსვლის სურვებით“, - წერს თამარ ნასყიდაშვილი.

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება